უკვე ყველამ კარგად იცის, რომ "ნაპოლი" 33 წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოს არსებობის ისტორიაში მესამედ დაეფულა.
ამ ამბავის ერთ-ერთი მთავარი შემმოქმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც 30 გამართულ შეხვედრაში თავი 12 გოლითა და 10 ასისტით (იტალიის ჩემპიონატში) გამოიჩინა.
გუშინ, 7 მაისს, "ფიორენტინასთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ ნეაპოლში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სულ ბოლოს კი ფეხბურთელები, სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელები და ზოგადად გუნდში მომუშავე პერსონალი სათითაოდ გამოაცხადეს და აპლოდისმენტებით დააჯილდოეს. ფეხბურთელებიდან ბოლო 2 ხვიჩა და ვიქტორ ოსიმენი გამოვიდნენ, სწორედ მათზე აფეთქდა "მარადონაზე" დამსწრე საზოგადოება.
გთავაზობთ ხვიჩას გამოცხადების ლამაზ ვიდეოს...
ვიდეო: _Kvarashow7_