Geo Team: ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "აბერდინი" მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altსად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

მკითხველის კომენტარები / 40 /
აგვიხსენით! ლელოში ეწერა კონტრაქტი აქვს გენტთან ივნისის ბოლომდეო. წელი თუ შეეშალათ, არ ვიცი. მაგრამ 5 მილიონს ვინ გადაიხდის, თუ 2 თვეში უფასოდ შეგიძლია გყავდეს.
ჰაჰა
11 მაისი 2023 20:54
2
მშვენიერი ამბავი!
ლა ლიგასა და სერია ა-ში გადასვლის შანსი მისდა სამწუხაროდ ხელიდან გაუშვა და კიდევ, ყოველთვის ვერ იტყვი ანდაზას: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის კლუბს, მიუხედავად სლოვანის დიდი პატივისცემისა, ჯობია ამ ეტაპზე. შემდგომში, მთავარია ნაკრების წარმატებული გამოსვლა და მისი საუკეთესო კონდიციებში დაბრუნება და ლა ლიგის ან სერია ა-ს კლუბების ჯერიც მოვა.
ლაშა
11 მაისი 2023 20:34
3
აბერდინი გაცილებით სჯობია ვენის რაპიდს. თან ინგლისელი სკაუტები უკეთესად შეამჩნევენ. მასზეა დამოკიდებული ყველაფერი როგორ ითამაშებს.
ავსტრია საფეხბურთო ჭაობია, რამდენი ქართველი თამაშობდა ავსტრიის ლიგაში და ერთმა ვერ იხეირა ტრამპლინის თვალსაზრისით. ნეტავ კიტეიშვილი დააღწევდეს თავს და სხვა ძლიერ ლიგაში გადავიდოდეს, ისეთი ასაკი აქვს, რომ ახლა თუ არ წავიდა შტურმიდან მერე გვიან იქნება..
გიგა
11 მაისი 2023 20:21
5
ლოჩოშვილი ავსტრიიდან გადავიდა სერია ა-ში.
მეზღვაური
11 მაისი 2023 22:08
0
ნუ ყველას გვინდა უკეთესი მარა აბერდინიც არაა ცუდი,ერთი ნაბიჯია სელტიკ/რეინჯერსამდე თუ გაქაჩა,მარა სლოვანი სჯობს,ევროტურნირებზე მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებს
Gomako
11 მაისი 2023 20:02
3
არადა ამ ბიჭს ბევრად მეტი ტექნიკური არსებალი აქვს ვიდრე თუნდაც კვარას, ბევრად სწრაფია და ბევრად მეტი პოტენციალიც აქვს, უბრალოდ ათასჯერ უფრო გამოსათლელი და დასახვეწია ვიდრე კვარა იყო, ნორმალური მწვრღბელი სჭირდება და აფეთქდება ერთ წელიწადში.
რუსთავი
11 მაისი 2023 20:00
11
სწრაფი არა ტოროლა. ფიზიკურად სუსტია. გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშოს.
გიორგი
16 მაისი 2023 20:34
0
ასეთი დონის გუნდისთვის ნამდვილად არ მემეტება მისი ნიჭი. ვფიქრობ ესპანეთის ან გერმანიის საშუალო დონის გუნდში თავისუფლად ითამაშებს.
გიგა
11 მაისი 2023 19:42
5
ვიცი რომ ითამაშა, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთ ფორმაში, როგორშიცც ახლაა.
გიგა
11 მაისი 2023 23:38
0
გერმანიაში ითამაშა ...
თბილისელი
11 მაისი 2023 20:37
3
ხოო აი ზუსტად შოტლანდიური მჩეხავი ფეხბურთი აკლია მაგის შუშის ფეხებს @@
zura222
11 მაისი 2023 19:40
5
მაგარი იქნება ძალიან
Desuza
11 მაისი 2023 19:17
8
იმედია უკეთესს გუნდში გადავა. ლა ლიგის ან სერია ა-ს ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფ გუნდებში ითამაშებდა ჩვეულებრივად, თუნდაც არსებულ ფორმაში მყოფი.
პელიდი
11 მაისი 2023 19:15
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული