ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "აბერდინთან" ერთად ავსტრიული ვენის "რაპიდიცაა" დაინტერესებული.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მხოლოდ მის იჯარაზე ფიქრობს.

23 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს იწურება) ავსტრიულ და შოტლანდიურ კლუბებს კი ბელგიელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, "რაპიდის" ღირსებას წარსულში გიორგი ქვილითაია იცავდა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ვენური გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-4 ადგილზეა და დიდი ალბათობით, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ჩაკვეტაძე ამჟამად იჯარით
"სლოვანში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
კარგი, აგენტი როგორიც ყავს ცხადია. თვითონ ჭკუა არ ქონდა მაგდენი? იტყვით 19 წლის იყოო, პატარაო, ჯერ ეგ ერთი 19 წლის ახალგაზრდა ბავშვი არ არის რომ ვარ აცნობიერებდეს რას აკეთებს და მეორეც, ზრდასრული პატრონი და გულშემატკივარი არავინ ყავდა გარშემო?! რა ხუთწლიანი კონტრაქტი, აზროვნებდა საერთოდ? სხვა ვარიანტი არ ქონდა დავიჯერო?! ან თუ გენტის დონის გუნდის 5 წლიანი კაბალის გარდა არაფერი ჩანდა, დარჩენილიყო დინამოში კიდევ ერთი წელი, ნაკრებში თავის გამოჩენის პრობლემა მაგას არ ქონდა და აუცილებლად გამოჩდებოდა ნორმალური ვარიანტი. მაგის აგენტს კი საერთოდ არავინ უნდა გაეკაროს ამის მერე!
არტ
12 მაისი 2023 18:57
1
ლა ლიგა მოუხდებოდა ჩაკვეს❤️
ანი
12 მაისი 2023 18:17
1
სამწუხაროდ მატარებელმა გაასწრო და შემდეგის მოსვლას ელის...
ლაშა
12 მაისი 2023 19:22
3
ხომ ვერ დააღწია თავი ამ გენტს. რა შეპირდნენ ასეთი რომ სამუდამო კონტრაქტი დაუდეს.
Ucxo
12 მაისი 2023 18:11
1
რა იყო
მონობის კოტრაქტი დაუდევეს?!
ვინაა მაგის აგენტი? აგენტია თუ მტერი???
₾ადო
12 მაისი 2023 17:27
1
ძალიან ბევრი ფულის დათრევის გამო ჩაკვეს კლუბმა გაუფორმა ვაი აგენტთან შეთანხმებით კაბალური ხელშეკრულება, რადგან გადასვლის მომენტში ჩაკვე ტალანტად ითვლებოდა და რომელიმე გრანდის დაინტერესების შემთხვევაში დიდი თანხით იხეირებდა როგორც კლუბი, ისე აგენტი, მაგრამ ვაი რომ ასე არ მოხდა და გიორგი კინაღამ დალპა გენტში!
ლაშა
12 მაისი 2023 17:15
0
აგენტები რა ხვითოც ყავს გასაგებია, მარა მთავარი პრობლემა მაინც მასშია, რომ ორი წელიწადია ტრამვა აღარ აწუხებს და ამხელა პოტენციალის კაცმა იმდენი, როგორ ვერ უნდა აჩვენო, რომ ვინმემ შენში 2 მლ გაიმეტოს?
romandro-ს
12 მაისი 2023 17:11
0
რა იყო
მონობის კოტრაქტი დაუდევეს?!
ვინაა მაგის აგენტი? აგენტია თუ მტერი???
₾ადო
12 მაისი 2023 16:41
1
ნუ გუნდი ალბათ რაპიდი უფრო ძლიერია აბერდინზე.მაგრამ შოტლანდიაა ხისტი სტილი,იქვეა სელტიკი და რეინჯერსი. პრემიელიგაც ახლოსაა.ავსტრიიდან კი არ მახსენდება ქართველი უფრო მაღალ დონეზე გასულიყოს.შოტლანდიიდან მაგალითად ხიზანა გადავიდა პრემიერლიგაში.ამ ფაქტორების გამო ვფიქრობ რაპიდის ვარიანტს აბერდინის ვარიანტი სჯობს.თუმცა კიდევ გამოჩნდება სხვა ვარიანტები აუცილებლად.
Master
12 მაისი 2023 16:32
2
თუ ისევ იჯარაზეა ლაპარაკი,სლოვანში დარჩენა არ ურჩევნია?სავარაუდოდ,ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს,სლოვანი და თანაც ყველა იცნობს და აფასებს გიორგის.მომავალ სეზონში,უკვე ველი რომ ჩაკვე,გაიხსნება და გოლების გატანასაც დაიწყებს.გენტის კონტრაქტიც დასრულდება და ნორმალური კლუბი წაიყვანს.
სოსო
12 მაისი 2023 16:02
0
4-წელი გენტის საკუთრებაა და კიდევ სამი დარჩა? 2026-მდე?! ბარემ მუდმივი კონტრაქტი გაეფორმებინათ...ყოჩაღ აგენტებს...
romandro
12 მაისი 2023 15:59
1
მეგობარო, გეთანხმები. ფიქრი მხოლოდ ჯიბეზე. ეს ბიჭი არის მოვლენა. ეხლა მაინც არ უნდა დაუშვან შეცდომა. მიდი გიო, აუცილებლად გაიბრწყინებ.
გიორგი
12 მაისი 2023 16:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული