"იტალიური პასპორტი რომ ჰქონოდა?" - მანჩინიმ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში "ნაპოლის" ახალგაზრდა გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 58 წლის სპეციალისტის თქმით, იგი "კვარას" თამაშს თვალყურს იქამდე ადევნებდა, სანამ "პარტენოპეიში" გადაბარგდებოდა.

"ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაში "ნაპოლიში" გადასვლამდე გაცილებით ადრე ვნახე. ვაღიარებ, შესანიშნავი თვისებები აქვს. კვარაცხელიას რომ იტალიური პასპორტი ჰქონდეს? მის გარეშეც მოვძებნიდით, მაგრამ პასპორტით უფრო მარტივი იქნებოდა", - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა,
თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altPREVIEW - ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს!..

altჯუნტოლიმ "იუვენტუსისთვის" ახალი კვარაცხელია უნდა მოძებნოს - ეს პირველი მოთხოვნა იქნება

მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარა რო აძურიში გამოდიოდეს, ნაკრების შეტევითი ფილოსოფია მთლიანად კვარაზე იქნებოდა აწყობილი და იტალიის ნაკრები ერთერთი ნომერ პირველი ფავორიტი იქნებოდა ყველა ტურნირზე. "პრაფესორი" მელოტასგან განსხვავებით რომელიც კვარას ისე ზღუდავს მის 60 პროცენტსაც ვერ იყენებს სათანადოდ.
Charley
13:48 13-05-2023
1
ბავშვობაში ახლადფეხადგმული რომ აჩვენებდა ბებოს - კვარას აი ის პასპორტი არ გინდა მანჩინი?
პლეხანოველი
20:19 13-05-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული