კვარაცხელიას ერთი ტაიმი და "ნაპოლის" მარცხი "მონცასთან"

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მონცასთან“ 0:2 დამარცხდა.

ამ მატჩს ნეაპოლელთათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ისევ არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 46-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ნაკლებად სანახაობრივ პირველ ტაიმში მასპინძლები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და მოტას გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ გოლინის კარი პეტანიამ დალაშქრა და „მონცა“ 2:0 გავიდა წინ. მალე მესამე გოლისგან „ნაპოლი“ გოლინიმ იხსნა. აქედან მოყოლებული სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ, მსაჯმა ორ ეპიზოდში პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, კვარაცხელიას დარტყმულ ბურთს მეკარე გრეგორიო დაეუფლა, ზილენსკიმ
შანსი ვერ გამოიყენა და "ნაპილიმ" სეზონში მეოთხე მარცხი განიცადა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 21 მაისს სახლში „ინტერთან“ გამართავს და როგორც სპალეტიმ თქვა, სულ სხვა თერთმეტეულით დაიწყებს თამაშს, ალბათ, ოპტიმალური იგულისხმა.

მონცა. „ბრიანტეო“

მონცა - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 მოტა (18), 2:0 პეტანია (54)

მკითხველის კომენტარები / 11 /
სანაკრებო პაუზის მერე ხვიჩაც, რომ აღარაა ის რაც იყო ფაქტია, თვალში ნაცარს ნუ შევიყრით.
ეეე
19:10 14-05-2023
10
სპალეტი ბევრს ცოდავს ხვიჩაზე თუნდაც იმ ყბადაღებულ კუთხურის ალამთან მიწებებაზე, მაგრამ ფაქტია ბოლო თამაშებია კვარას ის ისკრა აღარ აქვს, აი ალალად თქვით, გასაგებია, რომ სერია A უკვე მოგებულია, მაგრამ უმოტივაციოდ რატო უნდა თამაშობდეს ხვიჩა? უკვე 5 ლიგა აქვს დადებული და ბალონ დ'ორ-ები? პირიქით, ვისაც განვითარება უნდა და ჟილკა აქვს, ყველა თამაშში ცდილობს ან გოლის ან საგოლე გადაცემის გაკეთებას.
ძალიან ინერტულია ბოლო მინიმუმ 10 შეხვედრაა, ტოპების მუდამ "დაგეშილის" მენტალობა აუცილებლად უნდა გამოიმუშავოს. თორემ ეხლა ელმასის, ლოზანოს და რასპადორის არანაირი გასაქანი არ აქვთ, არც არავინ ელის მათგან არაფერს და კიდიათ. ხვიჩასგან ძალიან ტეხავს ესე აუტის ხაზთან სიარული. პირიქით, ყველა თამაში მაგისთვის ეხლა ფინალი უნდა იყოს მითუმეტეს სერია ას mvp-სთვის ბრძოლაში, თან რამე მნიშვნელოვანი თამაშისთვის არ ინახავს თავს ერთთვიანი პაუზებია ფინიშის შემდგომ. პლიუს ბოლო ორი შეხვედრაა მეორე ტაიმში დაღლილ მცველებზე შემოდის და მაინც ჩამქრალი ჩანს გამოფხიზლდი ხვიჩა ესე ტოპობა და სტარობა არ მოდის.
თუ უნდა ჩემპიონად იქცეს, ყველა თამაშში მაქსიმუმი უნდა დადოს. რონალდო მომწონსო რო იძახის, ნახოს მერე როგორ თამაშობდა რონალდო ყველა თამაშში ბარსა იქნებოდა ხეტაფე თუ ალკორკონი, გადამწყვეტი მატჩი იქნებოდა თუ უმნიშვნელო ყველაში ხასიათს აჩვენებდა მუდამ "დამშეული" იყო და მიტომ დადო საფეხბურთო სამყაროში ტოპ სტარის სახელი.
Charley
19:44 14-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული