სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია -  როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ფეხბურთის უცოდინარ ფანატებს:როცა მოწინააღმდეგე გუნდი გიტევს განაპირა მცველებიც ერთვებიან შეტევაში და თუ შესაბამისი თავდამსხმელები უკან არ დაბრუნდნენ რიცხობრივ უპირატესობას მიიღებენ და მეტი შანსი აქვთ გოლი გაგიტანონ.ასეა ხვიჩას შემთხვევაში.მას ევალება მარჯვენა მცველზე ხელის შეშლა.ბოდიშს გიხდით ვინც ფეხბურთში კარგათ ერკვევით.
david guramiSvili
21:03 15-05-2023
4
ყიფიანის სიტყვები მახსენდება,მეტოქემ მაგრად შემოგვიტია, მე უკან ჩავედიო,ახალკაცმა დამიძახა და მითხრა რას შვები დათო ის ორი კაციც შენ რომ გდარაჯობდა ჩვენს მოედანზე გადმოიყვანეო.არაფერი მწვრთნელი სპალეტი არ არის,რა აქვს მოგებული ნახეთ,ახლა მაგრად გაუმართლა ფეხბურთელებში.
გურულო
19:29 15-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული