France Football-მა დაანონსა: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის იქნება

AutoSharing Option
goal.com-ი ყოველთვე აქვეყნებს "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა საკუთარ რეიტინგულ ვერსიას, სადაც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე ადგილზეა (მისი საუკეთესო პოზიცია მარტში მეექვსე იყო), თუმცა სულ სხვაა, როდესაც ინფორმაციას უკვე თავად "ფრანს ფუტბოლი" ავრცელებს. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველი შეიძლება ნომინანტებს შორის ვიხილოთ:

"სავსებით შესაძლებელია ხვიჩა კვარაცხელია წელს "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის იყოს, თუნდაც რეიტინგის სათავეში - არა, ვინაიდან იტალიაში პირველ სეზონს ატარებს. თქვენ ოცნებობთ "ოქროს ბურთის" მოგებაზე? ის აუცილებლად ფიქრობს, რომ ოდესღაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო გახდება".

ამასთან დაკავშირებით იტალიური გამოცემები
აღნიშნავენ, რომ ხვიჩასთვის ეს დიდი პატივია, "ნაპოლისთვის" პრესტიჟის საკითხი, ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონ ევროდ შეძენილი "კვარას" ფასი ახლა დაახლოებით 100 მილიონია და ასეთი აღიარების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ აქაც მასიურად დაიწყება ისტერიული ვითომ საღი კრიტიკა, მეც დავაფიქსირებ რომ ეს არის ნომინანტებში შესაძლო გამოჩნეა, რაც თვითონ ფრანს ფუტბოლმა დააანონსა და რაც ამ ეტაპზე ფანტასტიური ამბავია და ძალიან პრესტიჟული, არავინ ამბობს რომ ოქროს ბურთი უნდა მოიგოს დღეს ან ხვალ, ტოპ ფეხბურთელებში რომ წერია პირველ სეზონში უკვე ბევრს ნიშნავს, ოდესმე სიის სათავეში ამ მის სიახლოვესაც იქნება
რა მაფიაა?
22:37 18-05-2023
2
მგონი ვერ იგებენ, რა დაწერა "სპორტალმა": "ფრანს ფუტბოლმა" ოფიციალურად გამოაცხადაო, ტვინის შეჭმა რა შუაშია? არ გვითხრან? დაგვიმალონ?
სანდრო
21:47 18-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული