მატჩის დღე! რუი-კვარაცხელიას დუეტის აღდგენა და ოსიმენის დაბრუნება - ლეაო ხვიჩას წამოეწია...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე არასრული 3 ტური რჩება. შესაძლოა, წლის დასაწყისში ვინმეს ეგონა, რომ 36-ე ტურის მატჩი "ნაპოლისა" და "ინტერს" შორის ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა ამისგან ძალიან შორს ვართ. "დიეგო მარადონაზე" ეს გუნდები დღეს, 21 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდებიან. "ინტერი" 19-დან ერთადერთია, რომელიც ნეაპოლელებს მიმდინარე სეზონში არ დაუმარცხებია.

4 იანვრის დაპირისპირებაში სერია "ა"-ს ახლანდელი ჩემპიონები უსუსურად გამოიყურებოდნენ და მილანურმა კლუბმა (1:0) გამარჯვება მოახერხა. ამაში თავისი წვლილი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა სოზამაც დაიდო, რომელის"ინტერის" ფეხბურთელების საკმაოდ ბინძურ ქმედებებს გაფრთხილებით არ სჯიდა,
განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. მილოშ
შკრინიარი (ახლა ტრავმირებულია) უხეშობით "გამოირჩეოდა." სიმონე ინძაგიმ მაშინ დუმფრისი სათადარიგოთა სკამზე დასვა, სასტარტოში კი დარმიანი დააყენა, რომელიც "კვარას" პერსონალურად მეურვეობდა. იმ შეხვედრის შემდეგ სატურნირო სიტუაცია დაიძაბა, ლუჩანო სპალეტის გუნდს "ინტერი" 4 ქულამდე მიუახლოვდა, საბოლოოდ კი ეს ინტრიგა არ შედგა, მილანელები უფრო სათასო სპეციფიკის გამოდგნენ. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო სამი ნეაპოლური მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დასრულდა.

Sportall.Ge

ახლა ინძაგის ფიქრები ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და "მანჩესტერ სიტისკენაა", მაგრამ მის გუნდს ოთხეულში ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს, რამაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მომავალ წელსაც უნდა დაუბევოს. "მილანის" გამარჯვებამ ("სამპდორიასთან" 5:1) ყველაფერი უფრო დაძაბა.

თუკი ბოლო მატჩებში როტაცია ვნახეთ, ახლა საქმე გაცილებით პრინციპულ დაპირისპირებასთან გვაქვს და "ნაპოლი" მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვნახოთ. აპრილიდან მოყოლებული, ისინი ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ვიქტორ ოსიმენის თამაში (გაციების გამო) საეჭვო იყო, მაგრამ მან მომჯობინება დროზე ადრე მოახერხა. ვიქტორი ლაუტაროს ბომბარდირთა დავაში 3 გოლით უსწრებს (23 აქვს) და ამ მხვრივ უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაა. ნიგერიელს "ინტერის" კარი არასდროს დაულაშქრავს. შესაძლოა, ინძაგის მხრიდან როტაცია ვნახოთ, წინა ხაზზე მას დიდი არჩევანი აქვს - ლუკაკუ, ძეკო, კორეა...

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია "ასისტებში" (10) ლიდერობს და მისი ამ მაჩვენებელში საუკეთესოდ დასახელება ძალიან სასიამოვნო იქნება - პირველივე სეზონში, ამ ეტაპზე 12 გოლთან, უამრავ ლამაზ ეპიდოდთან და საგოლე ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად!.. ქართველმა გარემარბმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მომჯობინდა და სრული დატვირთვით ემზადება. მას პირველივე წუთებიდან ველით. ბრუნდება მარიო რუიც, რომელსაც საკმაოდ ბევრი გაუცდა და მარცხნივ ქართულ-პორტუგალიურ დუეტს ვნახავთ. აღსანიშანავია, რომ "ნილანელმა" რაფაელ ლეაომ მე-8 შედეგიანი პასი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ქართველ გარემარბს, სხვების მსგავსად, ისიც 2-ით ჩამორჩება (14 გოლი აქვს გატანილი).

ლოსანო - მხითარიანი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მატჩს დააკლდებიან. შეხვედრას ლივიო მარინელი განსჯის. ბოლოს ის ნეაპოლელებს "ფიორენტინასთან" (0:0) აგვისტოში მოემსახურა, სადაც სპალეტიც გააფრთხილა. ამ დიდებულმა სეზონმა მართლაც სწრაფად გაირბინა, "ინტერის" შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიასა" (სტუმრად) და "სამპდორიას" (შინ) შეხვდება.

altFrance Football-მა დაანონსა: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის იქნება

altუარი ახალ კონტრაქტებზე - "ნაპოლის" სეზონის ბოლოს 3 ფეხბურთელი დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 28 /
რაც უფრო მალე წავა რუი გუნდიდან, მით უკეთესი კვარასთვის.
ბესო
26 მაისი 2023 19:16
0
მეგობრებო მერე არ მკითხოთ საიდან ვიცოდი დღეს კვარას ჰეთრიკს ვიხილავთ მე 19 თვეში ისევ შეგახსენებთ მეორე ჰეთრიკით თავს
მიშა
21 მაისი 2023 18:45
2
წამოეწევა ლეაო ხვიჩას აბა რა იქნება- ეს იმის ბრალია რომ ლეაოზე თამაშობს მთელი გუნდი და ცდილობებ თავისუფლად მიიღოს ბურთი და ნაპოლი კი პირიქით ხვიჩას ხარჯზე უთავისუფლებენ ადგილებს ოსიმენს და სხვებს და ამ სიტუაციაში ლეაოს გაააქვს გოლები და არიგებს საგოლე პასებს და ხვიჩა გაიყინია იმ შედეგებზე @ რა სტილითაც ნაპოლი თამაშობს ხვიჩა კი არა მარადონაც ვერ გააუმჯობესებდა სტატისტიკას @
zura222
21 მაისი 2023 17:48
4
ბიჭო 3 მილიონ ქართველს გეხებათ, როცა კარგად თამაშობს, აქებთ და როცა ცუდად თამაშობს, სხვების ბრალია?!

გეყოთ ასეთი სისულელეები! ამით მხოლოდ აფუჭებთ ამ ბიჭს!

გენიალური ბიჭია? კი! აპრილიდან თამაში არ წაუვიდა? არ წაუვიდა!
ე. ი. უფრო უნდა მოინდომოს! მორჩა!
ისტორია
21 მაისი 2023 20:02
3
ლეაომ ასე თუ გააგრხელა გადაუსწრებს კიდეც კვარას!!!!
ბექა
21 მაისი 2023 17:43
4
რუი - კვარაცხელიას დუეტი ისტორია - გეოგრაფიის ენაზე "იბერიულ - კოლხურია", ამიტომ ჩვენც უნდა ვცეთ პატივი და ვიყოთ იმედით.
ვაჟა მასწ.
21 მაისი 2023 15:13
5
ნეტაი არ აფარფატებდე მაგ წვეტიან აზრებს
ისტორია
21 მაისი 2023 20:04
2
ლეაო მაგარ ფორმაშია!
გიორგი
21 მაისი 2023 12:32
3
კვარას გოლი ან ასისტი უწევს აშკარად... ზურიკო, ჟორჟი და ლოჩოშვილი დაფრინავენ ბიჭები... ჩემიკაი ახალგაზრდულში ხო არ ჯობია გავუშვათ ყველანი? რანაირად ემთხვევა დროები (((((
რა მაფიაა?
20 მაისი 2023 21:27
5
Kაი კაცო აშკარად ? ასე იცით 14 წლის ბავშებმა წერა და მერე რო არ გავა ცხვირპირს არავინ გაგისწორებს იცი და რა თამამად წერ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 მაისი 2023 10:00
5
ფაქტიურად გადამწყვეტი თამაშია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს და თან მოიგებს ამ თამაშს, ეს იქნება პასუხი ყველა სკეპტიკოსებს, ვისაც ნაპოლის ღირსეულ ჩემპიონობაში ეჭვი შეეპარა.
20 მაისი 2023 20:19
4
ჩემპიონობაში არავის გვეპარება ეჭვი, აი სტაბილურობაში, კლასში კი ნამდვილად! და ნუ გაიკეცე ენად!
ისტორია
21 მაისი 2023 20:06
1
ერთმაც რომ ვერ ითამაშოს ნაპოლის შანსი არა აქვს,ხოლო თუ ორივე საერთოდ.
ამაშია საქმე
20 მაისი 2023 15:17
5
Interi sruli shemadgenlobit itamashebs amas wyali ar gauva, ra dros finalia jer 4euli unda gainaghdos. Wesit napolisac unda hqondes motivacia, scvs tuaraferi interia. Wesit saintereso tamashi iqneba.
Tu laciom ar miqara milani ligaze ver xvdeba.
Dato
19 მაისი 2023 20:39
8
ამას რა გაუხდა ქართული,,ფონტების" ჩამოტვირთვა
აუ
20 მაისი 2023 19:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული