ბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" "ბლანკოსი" 3 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. 

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა. "ღამურების" დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა, ამიტომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია.

33-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და დიეგო ლოპესი ტიბო კურტუასთან პირისპირ დატოვა, 21 წლის შემტევმა კი ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, ბარახას გუნდს მეტოქესთან სხვაობის გაზრდა
კიდევ შეეძლო, თუმცა ხავი გერას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია. "მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა. ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი გააძევა და 90+18-ე წუთზე (!) დაძაბული მატჩი დასრულდა.

ამრიგად, რუბენ ბარახას გუნდი 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება - შეხვედრა 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

"რეალი" 71 ქულით მე-3 ადგილზეა. "ბლანკოსი" 24 მაისს, "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.

ვალენსია. "მესტალია". 46 002 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 1:0
გოლი: ლოპესი (33)
გაძევება: ვინისიუსი (90+8)

altმამარდაშვილი სეზონში მეორედ დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ [VIDEO]

altმამარდაშვილის შეძენის სურვილი "პორტუმ" გამოთქვა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვაა.. არც ერთ კომენტარს აქვს დისლაიქი ამ წუთისთვის :) როგორ გაგვახარა გიორგი მამარდაშვილმა
კამავინგა
21 მაისი 2023 23:34
3
ეს ვინისიუსი ამ ბოლო ხანებში ძალიან გათავხედდა. სულ ვიღაცას ეკამათება, ხან მსაჯს, ხან ფეხბურთელებს. ძალიან აუვარდა თავში. მამარდას საუკეთესო მატჩი იყო დღეს. ყოჩაღ!
დავით 67
22 მაისი 2023 00:04
6
სასწაულად ითამაშა მამარდაშვილმა. კომენტარი ზედმეტია, ერთი უნდა ვთქვა, კიდევ კარგი რომ ჟუნიორი "არ დაახრჩობინეს" თორემ რეალს ისე არ დააკლდებოდა ჟუნიორის არ ყოფნა რამდენადაც მთელ ვალენსიას გიორგის უთამაშებლობა :)
საბა
21 მაისი 2023 23:28
1
ჰაჰა რეები უქნია :)) საგიჟეტი ყოფილა მართლა!!! გილოცავთ
კაპიტან გარდენბურგი
22 მაისი 2023 03:07
1
დღეს მართლა ძაან მაგარი იყო! ყველანაირად დაიმსახურა MVP-ობა. ეს ვინისიუსი კიდე თუ ნერვებს ვერ მოთოკავს ტყუილად გაანიავებს თავის ნიჭს.
Gogi
21 მაისი 2023 23:47
1
მოდით მოკლედ აგიხსნით ლიბერალიზმზე.
რაც ჩვენ მოგვწონს დასავლეთისგან, ეს ლიბერალიზმია - თავისუფლება, სხვისი აზრის პარივისცემა, ადმიანის განვითარების შესაძლებლობა, ოჯახის ღირსების დაცვა. ბოლო-ბოლო, ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო.
ეხლანდელი დადავლეთი კი ლიბერალური კი არა, ნეოლიბერალური, ანუ ლიბერასტულია. როცა ძალით მატენი იმას, რაც ჩემს ღირსებას, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება პაპუასების ქვეყნად, ქვის ხანაში.
აი ეხლანდელი დასავლეთი კი, თვითონ არაა ლიბერალური, ნეოლიბერალურია.
მოკლედ, დასავლეთი, ამ ეტაპზე, არაა იმ ღირებულებების მატარებელი, რისთვისაც მას პატივს ვცემდით.
მაგალითად, ტრამპი უფრო ლიბერალური ღირებულებებისკენ იხრებოდა (კიდეც მოინელეს). ბაიდენი კი, ტიპიური ნეოლიბერალია.
მიშა
22 მაისი 2023 07:48
5
გადახედე(თ) კომენტარებს და მიხვდებით, სჭირდებათ თუ არა ახსნა.
ძალიან ხშირად ახსენებენ ამ საიტზე ,,ლიბერალს", ისეთი ხალხი, ვინც მართლა ,,გარტყმაში" არაა მის ნამდვილ შინაარსს.
თორემ, სპორტული შინაარსის ფორუმს არ შევარჩევდი ამის ასახსნელად.
მიხარია, რომ თქვენ არ გჭირდებათ ლიბერალის განმარტება. :))
მიშა, ხვიჩა-ს
22 მაისი 2023 15:03
2
რამდენიმე დღის წინ,რომელიღაც არხზე აჩვენეს,პოლიციამ როგორ დააპატიმრა ნეოლიბერალიზმის ბურჯ,კანადაში ,ახალგაზრდა,რომელიც გამვლელებს,ბიბლიის ასლებს,უფასოდ ურიგებდა.ეს ისე,ინფორმაციისათვის,ნეოლიბერალების ლიბერალიზმის შესაფასებლად.
სოსო
22 მაისი 2023 15:52
1
ყველა გამოხმაურება
ჯიგარია მამარდა მიუჩინა მაგ ბანანიჭამია ბრაზილიელს თავის ადგილი..თუ ვინმე გიორგის არ ამართლებთ ანძიდან გირჩევთ…
Gio
22 მაისი 2023 08:19
16
მამარდაშვილი - კაცი რომელიც დუბლებში სათამაშოდ და მე-5-ე მეკარედ ჩაიყვანეს. ბორდალასს უმადლოდენ რომ დააწინაურა და ათამაშა მთავარ გუნდში გადმოიყვანა
ქართველი
22 მაისი 2023 09:10
2
ამაზრზენად იქცეოდა ვალენსიას გულშემატკივრები. ესეთი რამ კანონით უნდა ისჯებოდეს ან რაიმე საქცია შემოიღონ. რა უბედურებაა რაა ეს რასიზმი.
მურთო
21 მაისი 2023 23:51
30
VAMOS!
საშინლად მეამაყება!
ლაშა
22 მაისი 2023 11:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული