"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტ ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან მაგარიმწვრთნელია გასპერინი, საოცრად შემტევ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ლუჩანოს მალდობა მანაც საოცარი გუნდი შექმნა, სამწუხაროდ მხოლდო 1 წლიანი.
dato
22 მაისი 2023 17:44
2
გასპერინი შემტევია,ყველაზე კარგი კანდიდატია კვარასთვის,სპალეტი იღბალა 0 ია
A
22 მაისი 2023 17:41
4
თუ ნაგელსმანს გაწვდებიან ბევრად უკეთესი იქნება, სხვაობა მემგონი ყველამ დავინახეთ ნაგელსმანსა და ტუხელს შორის. გასპერინიც სპალეტის ვარიანტია შეიძლება ხვიჩა მაგანაც მცველად დააყენოს.
დათო
22 მაისი 2023 17:33
4
რაოდენ არუნდა გასაკვირი იყოს მეც მიხარია ფანტომაზას წასვლა.. ხვიჩამ უკვე თქვა თავის სიტყვა ეხლა რაც სჭირდება კარგი მწვრთნელია და არა ისეთი ხვიჩას ხარჯზე სხვა რო აღწევს წარმატებას... ოსი კაი თავდამსხმელია მაგრამ ხვიჩამდე დიდი არაფერი იყო ერთი ჩვეულებრივი კვიცივით მორბენალი შოკოლადი იყო. ვინც ოსის იყიდის იმან ხვიჩაც უნდა იყიდოს მარტო ოსი ის არიქნება რაც დღესაა.
Roni
22 მაისი 2023 17:27
7
ნაპოლიში, აირია მონასტერი!
ზურა
22 მაისი 2023 16:58
4
კარგია!
მწვრთნელი
22 მაისი 2023 16:31
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული