მამარდაშვილი მესამედ გახდა ესპანეთში ტურის საუკეთესო მეკარე

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილმა "რეალთან" თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა.

ლა ლიგამ მამარდაშვილის მოგერიება (როდესაც ვალვერდეს არ გაატანინა) საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ზედიზედ მეორედ, ამ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრაში 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტია ჩვენი მამარდა ლა ლიგას ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა. ძალიან სასიხარულოა. ნაკრებში იწყება ახალია ერა, რომელიც კვარას და მამარდას ხანა იქნება. ასეთი მეკარე და შემტევი წინ წაგვწევს აუვცილებლად.
G.LA
15:49 24-05-2023
0
ჩვენი მამარდა როცა დგას - ვეფხვია!, როცა გაფრინდება ბურთის მოსათვინიერებლად - არწივია!
სანამ დარტყმებს იგერიებდა - სერგო კოტრიკაძე მახსენდებოდა, ხოლო როცა თავის გუნდელს გამოექომაგა - ანზორ კავაზაშვილი გამახსენდა ჩეხოსლოვაკიაში სტელცოვის გულისთვის (რომელსაც ხელის შებრუნების "უფლება" კგბ-სგან აკრძალული ქონდა) 6 მოწინააღმდეგე რომ დაანოკაუტა.
მამარდ - ჯიგარი!!!
ვაჟა მასწ.
01:01 24-05-2023
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული