მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანი" ტრანსფერში 10 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება მალე "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ მიქაუტაძემ, რომელიც ამ სეზონში ბრწყინავს და ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი, ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი ყველაზე მეტად ტრანსფერის გაჩარხვის საკითხში "მილანია" დაწინაურებული:

"ჩვენი ინფორმაციით, "მილანმა" მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მზადაა 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვონ, ოღონდ თუ ეს კლუბი ლიგა 1-ში გადავა.
მისი სამსახურით აგრეთვე ძალიან დაინტერესებულია "ბარნლი", რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია".

22 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
Zlatani moncashi gadadis, jiru magari iyo magram wels 2 taims veghar qachavs, orijs jilka aklia. Gio iseti mondomebulia ert taims mainc miighebs tito tamashshi. Tan leao karg pasebs arigebs bevri shansi eqneba. Miqautadze xvichaze jilkiani da civsisxliania. Jer klasi ar yofnis, magram tu milanshi gadava nakrebs 2 top shemtevi eyoleba.
Geo
25 მაისი 2023 23:33
2
გიო.მაგარი ბიჭია,მაგრამ ხვიჩაზე ჟილკიანი ნაღდად არაა))
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
26 მაისი 2023 00:49
16
ჟირუ დაბერდა შემცვლელი ჭირდება
Gio
25 მაისი 2023 22:06
1
ჟირუს სისწრაფით მართლა აჯობებს,მაგრამ კლასი და გამოცდილება სულ სხვა რამეა,ამეტაპზე მთავარია სკამზე არ დასვან რაც ჩემი აზრით მიასთვის დამღუპველი იქნება
Fani
26 მაისი 2023 10:32
0
მე მაინც ბარნლის ვარიანტს ვამჯობინებ.
პრემიერლიგაა ბოლობოლო.
ოპტიმუს
25 მაისი 2023 18:33
25
იყიდე იყიდეეეეე იყიდეეეე დარწმუნებულივარ კარგად ათამაშდება !! მილანი ან ლაციო იდეალური იქნება
beqa
25 მაისი 2023 18:10
1
ილანში სკამზე მოუწევს.
ისევ სადმე ფრანგულ საშუალო გუნდში წავიდეს
ვაჟა
25 მაისი 2023 18:18
25
ძალიან კარგი ნიქნება თუ ახალგაზრდულზე მიიღებს მონაწილეობას კვარსთან ზურიკოსთან და სხვებთან ერტად და იქ თუ გაიბრწყინებენ ესეც დაზურიკოც აი მერე წავა მაგარი ვარიანტები და შეთავაზებები ! მაგრამ რათ გინდაააა ჩვენმა "ყოჩაღმა ფედერაციამ ჯერაც ვერ მიაღწია შეთანხმებას სანიოლთან და მით უარესი---ვერა და ვერ მოიშორეს ის ძალად "მწვრთნელი" სვანაძე @ აი ასე საძმაკაცო საახლობლოდ რომ ნიშნავენ უცოდინარ ხეპრეებს ამიტომაც ვერაფერს ვერ მივაღწევთ @@@
zura222
25 მაისი 2023 22:07
9
მაგარია!
გია
25 მაისი 2023 21:25
0
მილანმა თუ იყიდა, ათი ან თხუთმეტი წლის მერე შეეხმიანებიან. მაგათ ბებრები მოსწონთ
ზურაბ
25 მაისი 2023 18:42
14
ისე მალდინი რატომ აღარ თამაშობს? ტრავმა აქვს თუ დისკვალიფიკაცია? სხვა მიზეზი არ მომდის თავში.
ჰმ
26 მაისი 2023 02:13
10
ეს პოტენციური ტრანსფერი იქნება ტორტზე მარწყვი. იქეთ კვარა აქეთ ჟორჟი. ის ბევრს შეყრის თუ რათქმაუნდა პიოლი მინიმუმ 60 წუთს ათამაშებს თაიმის გაზრდის პერსპექტივით. ჯერ ბუნებრივია თუ ტრანსფერი ოფიციალურად შედგა.
Charley
25 მაისი 2023 21:23
0
აუ გიო ითამაშე რაა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე!!!!!!
ირაკლი
25 მაისი 2023 20:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული