მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანი" ტრანსფერში 10 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება მალე "მილანის" ფეხბურთელი გახდეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ მიქაუტაძემ, რომელიც ამ სეზონში ბრწყინავს და ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი, ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის კი ყველაზე მეტად ტრანსფერის გაჩარხვის საკითხში "მილანია" დაწინაურებული:

"ჩვენი ინფორმაციით, "მილანმა" მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მზადაა 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვონ, ოღონდ თუ ეს კლუბი ლიგა 1-ში გადავა.
მისი სამსახურით აგრეთვე ძალიან დაინტერესებულია "ბარნლი", რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია".

22 წლის მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ნაღდი იყოს და ბარნლი იყოს
gionat
26 მაისი 2023 17:23
0
ჩემი აზრით ბარლი ჯობია და რატომ პირველ რიგში იმიტო, რომ მილანში თავის დამკვიდრება და იქ თამაში არაა მარტივი დეკეტელაერე, რომელიც დაფრინავდა ბელგიაში დღეს მილანში საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს იგივე სალიმაკერსი გაიხსენეთ ჰაუგე უნიჭიერესი, მაგრამ მილანში არაფერი გამოუვიდა თან პიოლი ისეთი მწვრთნელია, რომელიც გამოცდილ ფეხბურთელებზე უფრო აკეთებს აქცენტს ვიდრე ახალგაზრდებაზე ამ ეტაპზე ჟირუც და ორიჯიც ბევრად უფრო გამოცდილები არიან და არცერთი არ აპირებს არსად წასვლას აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ჯობია ბარლიში გადავიდეს, რადგან კომპანის ჯერ კიდევ შარშან ზაფხულშივე უნდოდა მისი დამატება თან პირადად კომპანის აქვს სიმპატიები ამ ფეხბურთელის მიმართ და აქედან გამომდინარე აუცილებლად ათამაშებს და მისცემს შანსს ამასთან ბარლი პრემიერ ლიგაში კი იქნება სუსტი გუნდი და ყველასთვის სასურველი მეტოქე, მაგრამ იქ კარგი თამაში და შედეგი ნიშნავს ძალიან დიდ ნახტომს კარიერაში თუ ბარლიში ითამაშებ კარგად და გაიტან გოლებს აუცილებლად დაიტერესდებიან შენით უკვე პრემიერ ლიგის გრანდები თან ინგლისში ნამდვილად ბევრს ითამაშებს იმიტორომ გარდა პერმიერ ლიგისა 2 თასია სათამაშო და კსამზე ნამდივლად არ იჯდება და მილანში სამწუხაროდ დღეს შეიძლება,რომ სკამზე უფრო მეტი დრო გაატაროს ვიდრე მოედანზე რაც ძალიან ცუდი იქნება მისთვის.
zauri
26 მაისი 2023 15:19
1
ჩვენზე მეოცნებე ერი მსოფლიოში არ არსებობს:) ჟურნალისტმა შემოაგდო თემა და წავიდა დავიდარობა:) ჟირუს ჯობია რონალდოს ამოაგდებს, რაის ჰოლანდი:). ჟორჟ წარმატებები რათქმაუნდა.
გიორგი
26 მაისი 2023 13:28
1
ნაპოლში მინდა
75*
26 მაისი 2023 03:24
8
ისე მალდინი რატომ აღარ თამაშობს? ტრავმა აქვს თუ დისკვალიფიკაცია? სხვა მიზეზი არ მომდის თავში.
ჰმ
26 მაისი 2023 02:13
10
მილანში რომ მართლა გადავიდეს რა უმაგრესი იქნება ეს მართლა
კაპიტან გარდენბურგი
26 მაისი 2023 01:41
1
ბიჭოს, მომენტ მილანი ჯობია იუვეს ამ ეტაპზე, მაგრამ როგორ არ ახსენებდა ჟორჟს ან სხვა ფეხბურთელს ჯუღელი გასაკვირია პირდაპირ. სიტყვა რეკომენდაცია იცის რა ხილია ამ კაცმა?
ლაშა
26 მაისი 2023 00:36
5
10 მილიონი კაია ამარტლება ეს ფასიანინტრანსფეები
ემიგრანტი
26 მაისი 2023 00:14
0
Zlatani moncashi gadadis, jiru magari iyo magram wels 2 taims veghar qachavs, orijs jilka aklia. Gio iseti mondomebulia ert taims mainc miighebs tito tamashshi. Tan leao karg pasebs arigebs bevri shansi eqneba. Miqautadze xvichaze jilkiani da civsisxliania. Jer klasi ar yofnis, magram tu milanshi gadava nakrebs 2 top shemtevi eyoleba.
Geo
25 მაისი 2023 23:33
2
გიო.მაგარი ბიჭია,მაგრამ ხვიჩაზე ჟილკიანი ნაღდად არაა))
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
26 მაისი 2023 00:49
16
ძალიან კარგი ნიქნება თუ ახალგაზრდულზე მიიღებს მონაწილეობას კვარსთან ზურიკოსთან და სხვებთან ერტად და იქ თუ გაიბრწყინებენ ესეც დაზურიკოც აი მერე წავა მაგარი ვარიანტები და შეთავაზებები ! მაგრამ რათ გინდაააა ჩვენმა "ყოჩაღმა ფედერაციამ ჯერაც ვერ მიაღწია შეთანხმებას სანიოლთან და მით უარესი---ვერა და ვერ მოიშორეს ის ძალად "მწვრთნელი" სვანაძე @ აი ასე საძმაკაცო საახლობლოდ რომ ნიშნავენ უცოდინარ ხეპრეებს ამიტომაც ვერაფერს ვერ მივაღწევთ @@@
zura222
25 მაისი 2023 22:07
9

სიახლეები პოპულარული