"კვარა" მეზიზღება, ამიტომ..." - გიჟური ისტორია, რომელიც ქართველებს გადახდათ [PHOTO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მას შემდეგ, რაც "კვარამ" მიმდინარე სეზონში არაერთი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, იტალია ქართველებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად იქცა.

ქართველ ტურისტებს ცოტა ხნის წინ თავს წარმოუდგენელი ამბავი გადახდათ. ისინი რომში გამგზავრებას გეგმავდნენ, აპარტამენტიც დაჯავშნილი ჰქონდათ, თუმცა ნომრის პატრონმა უარი იმის გამო უთხრა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან იყვნენ, აპარტამენტის მფლობელმა კი მიზეზი ასე განმარტა:

"მოგესალმებით რომიდან. ბოდიშს გიხდით, რომ გვიან გეხმიანებით. ვიცი, რომ საქართველოდან ხართ და ჩემი აპარტამენტის დაქირავება გსურთ, მაგრამ "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია მეზიზღება,
რადგან ამ წელს მათ დიდი ტკივილი მომაყენეს. გთხოვთ, სხვა ბინა მოძებნოთ".

Sportall.Ge

წყარო: 90 წუთი/90min

altESPN: პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეიძინოს
altცნობილი გახდა, როდის და სად გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს

 

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეს რომ ქართველს გაეკეთებია, ლიბერასტები მთელ საქართველოს ჯვარზე აცვამდნენ
ბესო
26 მაისი 2023 13:12
18
უტა, წერის მანერით ამჟღავნებ ძალიან ბევრ რამეს.
ნეტა ჩემნაირი დამცველი და გულშემატკივარი ჰყავდეს კვარაცხელიას ამ ფორუმზე. თვალებს ვკაწრავ კვარაზე ცუდის მთქმელს რომ იცოდე მარა რა აზრი აქვს მაინც გაგების პრობლემა გაქვთ აქ :))
ნაცსექტა რას ნიშნავს, სად დავწერე აბა რომ ნაციონალი ვარ?
ახლა შენი კომენტარის დონიდან გამომდინარე რუსეთუმე და ბნელი რომ გიწოდო კარგი იქნება?
ისედაც ამ ტერმინებით ელაპარაკება ხალხი ერთმანეთს.
თუ ვინმე გამწარებულია კვარას მოგებებით ღმერთმა კიდე ბევრჯერ გაამწაროს.
შენგან განსხვავებით ადამიანებს იარლიყებს არ ვარტყამ. მეცოდება ყველა პროპაგანდით ტვინგამორეცხილი ადამიანი და მათ მიმართ ყოველთვის ლმობიერი ვარ. მიუხედავად აგრესიისა.
წარმატებები უტა.
გისურვებ ტელევიზიებიდან ნასწავლი სიტყვებით არ მიმართო ადამიანებს.
ლიბერასტი, ნაცსექტა, ქოცნახირი, რუსეთუმე ბნელი..
იცოდე ეგ სიტყვები შენნაირების დასაბმელად შეიქმნა, რომ უფრო ადვილად დაეტაკოთ ერთმანეთს და ასეიროთ მაგ ეპითეტების შემქმნელები.
გასცდით ქოც-ნაცის ჭრილში ყველაფრის დანახვას. სამყარო მშვენიერია და არა ისეთი ბნელი, როგორც ტელევიზიები გეუბნებიან
!!
26 მაისი 2023 20:25
2
!!, თავს ნუ იშტერებ. რომელი ქართველი გაამწარა მოგებით და, სანაიადან დაწყებული, მშვილდაძით გაგრძელებული, კობერიძით დამთავრებული, თანაც იმდენად, რომ ბერძენიშვილიც კი "შეშფოთდა" და თათარიახნად გამოაცხო მიმართვა: "ხელები შორს კვარაცხელიასგან". არც არის გასაკვირი - რაც კარგია საქართველოსთვის და ქართველებისთვის, ცუდია შენისთანებისთვის და ნაცსექტისთვის.
უტა
26 მაისი 2023 19:14
14
ყველა გამოხმაურება
ჩვენ კიდევ ოკუპანტ რუსებს ვუწელავთ ელარჯებს!!!!!
ლადო
26 მაისი 2023 18:22
14
რატო გიყვართ სხვისი სამარცხვინო სახელების და გვარების გამოყენება ახლანდელი ჩასვრილი საქმეების გადასაფარად?
არც გაზი უნდა შემოდიოდესა ოკუპანტების, არც ხორბალი არც ელარჯს უნდა ვუწელავდეთ და კავშირი საერთოდ არ უნდა გვქონდეს მტერთან. ვისაც აქვს ჩემთვის ყველა სამარცხვინოა, რომელი პარტიიდანაც არუნდა იყოს.
ოკუპანტისთვის ელარჯის გაწელვას და კუდის ქიცინს იმით ამართლებ რომ ვიღაც ხოშტარიაც ასე შვებოდაო?
რაში მაინტერესებს სხვა რას შვებოდა? მე არ უნდა ვიყო და ჩემი ქვეყნის ხალხი მონები. რატომ არ გესმით ერთის საქციელის წამოძახებით მეორეს სირცხვილი არ იბანებაა.
ყველანაირი დიალოგი ნაც-ქოცების ჭირლში რატომ გადაგყავთ?
პოსტ ტივი და მთავარი არხით ტვინგამოტენილ ხალხს სხვა არგუმენტი არც ექნება პრინციპში
!!
26 მაისი 2023 20:14
9
ლადო! რუსული გაზი და სინათლე, გინდა ხო? ხოშტარიების რუსული მაყუთი და ვაშაძის რუსი მდგმურისგან, აღებული ფულებიც კარგია არა? ეგრე სად არის?
ლადო,ორმაგ სტანდარტებს შეეშვით!
26 მაისი 2023 19:16
14
კაი ეს სასაცილო ისტორიაა და დიდი არაფერი მაგრამ ეს ზიზღი და კვარა ერთმანეთს ვერ ეთავსება რატომღაც :)))
კვარას შეზიზღება რანაირად შეიძლება:))))
??
26 მაისი 2023 16:18
1
აბა, ნაცებსაც კითხე, ვახო სანაიას თამადობით?
??-ს
26 მაისი 2023 16:58
14
ქართველები ევროპელებს დასცინიან და ხედავთ?! ჩვენგან განსხვავებით, ღირსებაც აქვთ და პრინციპულებიც არიან, ჩვენსავით ტაშფანდურა ერი არ არის
გაგა
26 მაისი 2023 20:28
21
ცოდო ხარ , მაგარი ცოდო !
ტარიელი
26 მაისი 2023 22:48
7

აი პრინციპულობა, კაცი შემოსავალზე უარს ამბობს მოწინააღმდეგე გუნდზე გაბრაზების გამო და ჩვნთან კიდე, მომსახურების სფეროს ხალხის 90%ზე მეტი, ერთ ადგილს ულოკავს ოკუპანტ რუსეთიდა ჩამოსულ დამპყრობებს.





მალხაზ ჯობავა
26 მაისი 2023 11:50
41
ძალიან სასაცილოა მის პრინციპულობა ზე ლაპარაკი, პრინციპული კი არა, ავადმყოფია.
ხათუნა
26 მაისი 2023 14:59
3
სტუმართმოყვარეობის ფარსით ცდილობენ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსის, მონური სულის და სიხარბის დამალვას.
999
26 მაისი 2023 13:47
20
ალბათ რომის გუნდი რომ დაამარცხეს, ამას გულისხმობს ტკივილის მიყენებაში, გულშემატკივარია ფეხბურთის ეტყობა.
ქართველი
26 მაისი 2023 16:45
1
ეს არაა რასიზმი თუ რა ?
! თუ ტირილი დავიწყოთ ჩვენც?!
დათო
26 მაისი 2023 14:11
4
:))))))))))))))))))))) როგორ აფანატებენ ფეხბურთზე
giorgi
26 მაისი 2023 11:50
2
რომა მე-6 ადგილზე ამთავრებს სეზონს და ხომ წარმოგიდგენიათ წინ მყოფი გუნდებიდან რამდენია სხვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები? ეს ის შემთხვევა მგონია როდესაც კარგი მსახიობი ისე თამაშობს თვის როლებს როდესაც გეჯავრება, ასეა სპორტსმენიც თუ ის შენი საყვარელი გუნდის წინააღმდეგია. ხვიჩა საუკეთესოა და ამიტომაც ასეა გამწარებული ეგ ფანი. არ მგონია მაკედონელზე ან ალბანელზეც ასეთი აგრესია ქონდეს, თუმცა ელამსიც კარგი მოთამაშეა. ბრავო ჩვენ ბიჭს ის გამორჩეულად კარგია.
G.LA
26 მაისი 2023 12:31
6
სანამ ჭკუაში ჩავვარდებოდი,აკაკი ვასაძის სახელის გაგონებაზეც კი,ნერვებზე ვიშლებოდი.(გიორგი სააკაძეში,შაჰ აბასის როლი ითამაშა და პაატა,სიკვდილით დასაჯა)!ღმერთო მაპატიე,რამეთუ არ მესმოდა,რას ვიქმოდი!
სოსო
26 მაისი 2023 12:57
2
არასწორი შედარებაა.
მსახიობი ცუდ პერსონაჟს რომ კარგად თამაშობს, ეს ნებისმიერი ადექვატური მაყურებლის თვალში უარყოფითთან ასოცირდება.
ხოლო კარგი ფეხბურთელი როცა კარგად თამაშობს, ამის პოზიტიური და ნეგატიური აღქმა მაყურებლისგან ინდივიდუალურად ხდება. იმის მიხედვით, ვინ რომელ გუნდს გულშემატკივრობს.
გოგია
26 მაისი 2023 14:02
6
სამაგიეროდ,საქართველო ხომ ვაქციეთ ოკუპანტების სადუქნედ!!!!!!
ირაკლი
26 მაისი 2023 15:59
35
თუ თურქების (არა ნაკლები ოკუპანტია) სათარეშოდ?
ირაკლის.
26 მაისი 2023 19:18
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული