ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ბოლონიასთან" წაგებას გადაურჩა

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 66-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე მოქმედებით თავი ამჯერადაც ვერ გამოიჩინა.

ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაღალ ტემპში არ მიმდინარეობდა, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. სტუმრები ოსიმენმა მეკარე სკორუპსკის უხეში შეცდომის შედეგად დააწინაურა. შესვენების შემდეგ ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25-ე გოლი გაიტანა. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. აქედან მოყოლებული მასპინძლები გააქტიურდნენ: 63-ე წუთზე ფერგიუსონმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 84-ეზე დე სილვესტრიმ გაათანაბრა. ბოლოს
სანსონეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრაც დასრულდა.

4 ივნისს, ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (54), 1:2 ფერგიუსონი (63), 2:2 დე სილვესტრი (84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
იმედია ფედერაციას ეყოფა ჭკუა და ჩააწყობს საქმეს რომ ივნიში კვარაცხელიამ ზურიკომ მამარდაშვილმა და მიქაუტაძეს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ. რა მაგარი სასტავია და როგორი დასანანი იქნება ამ შანსის არ გამოყენება ახლა თან სახლში ვთამაშობთ. ეროვნული გვერძე უნდა გადაიდოს და ეს აშკარაა. მაინც ვერ გავა საქართველო მეორე ადგილიდან მანდ ეს ფაკტია. შოტლანდიამ 3 ქულა ესპანეთან აიხო და ესპანეთი რო ვერ გავა ევროპზე ეგ ზხაპრებია. უნდა მივაწვეთ ახალგაზრდულს ძალიან მაგარი შანსი გვაქ ძაან შორს გავიდეთ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 მაისი 2023 20:00
17
ყველამ თავის “გუბერნიას” მიხედოს ის სჯობია.
გიირგი
28 მაისი 2023 22:59
0
ლევან ყენიას გაუკეთეს ზუსტად ასე და კი გახდა 23 წლის ასაკში ინვალიდი. YouTube-ზე კი დევს ეს ყველაფერი დს ნახეთ. კვარაცხელიამ არ უნდა ითამაშოს ახალგაზრდულში!!!
გიორგი
28 მაისი 2023 22:58
2
ლაუტარო არა ბატისტუტა)) რადგან ბოლოს იტანს მაგიტომ? კვარა სამჯერ გახდა თვის საუუეთესო, ყველა მაგაზე საუბრობდა და ბოლო ტურებამდე საერთო შეფასებებშიც პირველზე იყო, კვრას ოდნავ მეტად ეკუთნის ოსიმენზე, ეგაა ბოლო ორი თვე 3 გოლი 3 პასი რო გაეკეთებინა, უალტერნატივლ იქნებოდა, ეხლა შესაძლოა ოსიმენი გახდეს, თუმცა კვარა მეტად იმსაზურებს ნებისმიერზე
მილანისტა
29 მაისი 2023 12:23
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული