სპალეტი: "კვარა"? უფრო და უფრო ვრწმუნდები, როგორი ძლიერია

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს (2:2) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-თან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

"ოსიმენის სეზონი - ეს თავგადასავლის ისტორიაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს. ჩვენ მათ განსაკუთრებულ თვისებებზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, გუნდისათვის ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ვიქტორი კარგად თამაშობს თავით, პრესინგი ეხერხება, წარმოუდგენლად თავდაჯერებულია. ძალიან კეთილი ბიჭი, ძლიერი მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს. პარტნიორებს ეხმარება, გასახდელშიც ლიდერია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

"კვარა"? რაც უფრო ხშირად ვუყურებ მის თამაშს, უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერია. როდესაც მეტოქე პრესინგს მიმართავს, მაშინ ვინც წინ
მიიწევს, პასის მიცემით უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან შეტევის გამწვავება შეუძლია. ვიქტორს კიდევ უფრო უნდა მიუახლოვდეს, მეტად დაეხმაროს, რადგან იცის, როგორ იმოქმედოს იერიშებისას რთულ ვითარებაში".

მკითხველის კომენტარები / 21 /
დღითიდღე ვრმუნდები რომ სპალეტიმ მიაღწია იმას რომ კვარას ბოლო 15 თამაშია გოლი არ გაუტანია. დასაწყისში ის არ ემორჩილებოდა ფეხბურთის "კანონებს" და ამით იყო რომ გახდა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ!! ბოლოს სპალეტიმ იმდენი მოახერხა რომ ჩვეულებრივ პასების მიმცემად აქცია! ენრიკემ მას უნდა მისცეს სრული თავისუფლება და შუა ხაზი!!!!
მარტოხელა მგელი!
19:15 30-05-2023
1
კვარა"? რაც უფრო ხშირად ვუყურებ მის თამაშს, უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერია. როდესაც მეტოქე პრესინგს მიმართავს, მაშინ ვინც წინ
მიიწევს, პასის მიცემით უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან შეტევის გამწვავება შეუძლია. ვიქტორს კიდევ უფრო უნდა მიუახლოვდეს, მეტად დაეხმაროს, რადგან იცის, როგორ იმოქმედოს იერიშებისას რთულ ვითარებაში" - სპალეტი.
ამ აბზაცში კარგად ჩანს სპალეტის დამოკიდებულება ხვიჩასადმი. მეტი რაღა დაეხმაროს, 14 ბურთი ხვიჩას პასით, 11 მეტრიანით და მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე დამატებით აქვს გატანილი. მოკლედ, ისიმჰენის დანამატად უნდა აქციოს ხვიჩა. ძალიანაც კარგი, რომ ნაპოლიდან მიდის სპალეტი, იმედია, ახალი მწვრთნელი ხვიჩას მეტ თავისუფლებას მისცემს
ბესო
12:47 29-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული