მან ქართველ ფეხბურთელს ბრილიანტი, სლუცკის კი სანტექნიკოსი უწოდა.
"დღემდე მადლობას ვეუბნები საფეხბურთო ღმერთს, რომ ხვიჩა, ეს ბრილიანტი, "რუბინიდან" წავიდა. შეუძლებელია, სანტექნიკოსმა ალმასზე მუშაობა შეძლოს.
მხოლოდ ლეონიდ ვიქტოროვიჩს მიაჩნია, რომ გზა "ნაპოლისკენ" ხვიჩას მან მისცა. მას ასევე მიაჩნია, რომ "რუბინი" რუსეთის უმაღლესი დივიზიონიდან არა მის გამო გავარდა, არამედ დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ", - თქვა ძიუბამ.