რამდენიმე დღის წინ Footmercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგის გადაბირებით "მილანია" დაინტერესებული. ფრანგი ჟურნალისტის, მუჰამედ ტუბაშეს ცნობით კი, მიქაუტაძის შეძენა ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბსაც სურს, თუმცა რომელ კლუბებზეა საუბარი, ფრანგ ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ "მეცის" მაისურით ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 23 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.
ზაფხულში მიქაუტაძეზე ტაციაობა იქნება - "ბარნლი" არ ნებდება, ქართველის მეწყვილეც უკვე შეარჩიეს
"მადლობა ოჯახს, ეს ჯილდო მათთვისაა" - გიორგი მიქაუტაძე საუკეთესოდ დასახელების შემდეგ
"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს