20 მილიონი ერთი, 20 მილიონი ორი - მიქაუტაძის შესაძენად "სატრანსფერო აუქციონი" დაიწყო

AutoSharing Option
დიდებულად ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე, "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ბრიტანული Football League World-ი იტყობინება, რომ "ვულვერჰემპტონსა" და "ბარნლის" შემადგენლობის გაძლიერების გარეშე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. "მეცმა" კი იგრძნო რა, რომ ტრანსფერში უფრო მეტის აღებაა შესაძლებელი, მიქაუტაძის ღირებულება გააორმაგა (10 მილიონი ევროდან 20 მილიონამდე) და ინგლისელები ამ თანხის გადახდაზეც არ არიან უარს.

გამოცემა წერს, რომ პერსპექტივისა და ასაკის გათვალისწინებით, ქართველს საუკეთესო წლები წინ აქვს, არ აქვს
მნიშვნელობა, "მეცი" დაბრუნდება თუ არა ლიგა 2-ში, რამეთუ ქართველს ნებისმიერ შემთხვევაში კლუბისთვის სარეკორდო თანხად გაყიდის.

ფრანგული Le10sport-ის ცნობით, წარუმატებელი სეზონის შემდეგ გიორგის მშობლიურ კლუბში დაბრუნება "ლიონს" სურს, თუმცა მოლაპარაკებები არ დაწყებულა და 20 მილიონის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორ მიხარია გიო რო ჩვენია!!!!
ნინო
20:34 01-06-2023
1
მამარდაშვილმა ევროტურნირზე გაიბრწყინა და მადლიერებიც კი ვიყავით,800 000 ად რომ წაიყვანა ვალენსიამ.ასევე,ჩაკვემ,ნაკრებში გაიბრწყინა და მარტომ გაამარჯვებინა ნაკრებს ჯგუფში.მასშიც 800 000 გადაიხადეს და აგერ მეორე ლიგაში გაბრწყინებულ მიქაუტაძეში,უკვე სულ ცოტა 20 მილიონს იხდიან.გიორგის ტალანტს არ ვაკნინებ,მაგრამ არც საქართველოში გაბრწყინებულ ამ ბიჭებში და არც რუსეთის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში,ჩემპიონატის სახედ ქცეული ხვიჩას შესასყიდად,ღირსეული თანხა,არავინ გაიმეტა.ახლა უკვე გაიგო ევროპამ,რომ საქართველოში შესანიშნავი ტალანტები იზრდებიან. იმედი ვიქონიოთ,რომ ამ ევროპის ჩემპიონატში,ჩვენი ბიჭები თავს გამოიჩენენ და მათ საყიდლად,ევროპული კლუბები,უფრო გაბედულად გაიკრავენ ჯიბეზე ხელს.ეს არის ქართული კლუბების შანსი,ფინანსურად ცოტა წელში გაიმართონ და ევროტურნირებისათვის უკეთესი დაკომპლექტების ხარჯზე,ტურნირებში უფრო შორს გააღწიონ და ამითაც,კიდევ უფრო მოძლიერდნენ ფინანსურად.იმის ტვინი ალბათ ეყოფათ,რომ ძველებურად კაპიკებში არ გადაყარონ ნიჭიერი ბიჭები და საკუთარ ხაზინასთან ერთად,ეს ბიჭებიც არ დააზარალონ,მეტისმეტი სიიაფის გამო.
სოსო
22:07 01-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული