ის წლებია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს. მისი კარიერა "პირველ არხზე" დაიწყო და შემდეგ რადიო "იმედში" გაგრძელდა. ამჟამად იგი ტელეკომპანია "ერთსულოვნებასთან" თანამშრომლობს და პარალელურად, საკუთარი გამომცემლობა აქვს.
ცოტა ხნის წინ მისი ავტორობით წიგნი
გამოიცა, რომელიც შვილიშვილს მიუძღვნა - "ოდაბადე" კოლხეთის ისტორიას, მის ეთნოგრაფიას და საცხოვრისებს ეძღვნება.
- ქალბატონო დარეჯან, მოგვიყევით, როგორ ჩაიარა ხვიჩასა და ქალბატონი ნონას შეხვედრამ?
- შარშან ნოემბერში ხვიჩამ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა. შემდეგ მოხდა ისე, რომ როცა ხვიჩა საქართველოში ჩამოვიდა, ნონა მაშინ ტურნირზე იმყოფებოდა უცხოეთში, თორემ შეხვედრა თბილისშიც მოხერხდებოდა. ქალბატონ ნონასთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვკითხე, ნეაპოლში წასვლა ხომ არ სურდა და ისიც სიხარულით დამთანხმდა.

- როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრას ხვიჩას საცოლეც ესწრებოდა. როდის იგეგმება ქორწილი?
- ქორწილი ივნისში იგეგმება. ნიცა ძალიან თბილი და კარგი გოგონაა. რაც მთავარია, ძალიან უყვარს ხვიჩა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხვიჩას ის დიდ ძალას აძლევს, რადგან ყველა გოლი მას ეძღვნებოდა და ახლაც ასეა.