ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
აღიარებაც ამას ქვია! სასწაული გააკეთა ამ ბიჭმა, სიტყვები არ მყოფნის, სულ გახარებული გევლოს ხვიჩა, შენთან ერთად ჩვენც გავიხარებთ! მთავარია არ მოუკლო, შენ კიდე მეტი შეგიძლია, ოქროს ბურთი წინ არის!
ირაკლი
02 ივნისი 2023 23:53
2
ეგ ერთი და სხვა მრავალი...მადლობა ამ კარგი ქართველიბისთვის მადლობა შენ ს მშობლებს და მადლობა ყველას ვისაც შენი წარმატება უხარია გულით და სულით შენს გვერდში ქართველი ერი!
კახა
02 ივნისი 2023 23:48
2
ხვიჩა, ხვიჩა და კიდევ ხვიჩა!!!!!!
გაუმარჯოს ჩვენ ბრილიანტს !!
საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!
ჯონი
02 ივნისი 2023 23:43
2
ამას Თუ მოვესწრებოდი არ მეგონა,ქარᲗველი გახდა სერა ას საუკეᲗესო ფეხბურᲗელი,გილოცავᲗ ყველას,Შენს გამზრდელს ვენაცვალე ეს რა ვარსკვლავი გვყავს,ესეც ასეეე ახლა ხვიᲩა ცოტა კიდევ მოუმატე და ოქროს ბურᲗი,ჯგირ ბოᲨ რექ სი ხვიᲩა.
გოᲩა
02 ივნისი 2023 23:42
3
ახლა შემეძლო ყველა ბოღმიანი ხელმოცარული, რომელიც ასეთივე კომენტარებს წერდა, ,,თბილად" მომეკითხა, მაგრამ არ ღირს. :) წარმატებებს გისურვებ, ხვიჩა!
რატი
02 ივნისი 2023 23:39
2
რათქმაუნდა არ ღირს. ამ სიხარულმა ყველაფერი დამავიწყა და ჰეითერებიც კი შემიყვარდნენ.რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს :დდდ
!!
03 ივნისი 2023 00:30
1
გაუმარჯოს ხვიჩას!გაუმარჯოს საქართველოს !!!ჩვენს ერთიანობას გაუმარჯოს!
Daviti
02 ივნისი 2023 23:26
2
თვალზე ცრემლი მომადგა...
შენ გენაცვალე ხვიჩა, გაიხარე ისე როგორც ქართველი ხალხი გაგვახარე.მჯერა ეს მხოლოდ დასაწყისია, მთავარი გამარჯვებები წინ გვაქვს. შენ ხარ ჩვენი ქვეყნის ელჩი მთელს მსოფლიოში.❤
ქობულეთიდან
02 ივნისი 2023 23:21
2
სერია ა ში რამდენი მსოფლიო ჩემპიონია (ბოლო და წინა მსოფლიო ჩემპიონატის), რამდენი ევროპის ჩემპიონია,რამდენი ვარსკვლავი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნიდან,მათ შორის ფრანგი, იტალიელი, ინგლისელი, ბრაზილიელი, არგენტინელი, და საუკეთესო ხდება ბიჭი, რომლის სახელი და გვარი, ქვეყანა 8-9 თვის უკან არავინ იცოდა.საოცრება მოხდა,ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ დათო ყიფიანს, მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, ბორია პაიჭაძეს!
დათი
02 ივნისი 2023 23:16
2
ხვიჩა, მთელი საქართველოს სიამაყე ბიჭო,ჩვენო უბრალო და კარგო ბიჭო,გილოცავ ამ უდიდეს აღიარებას! გილოცავთ ჩემო ქართველებო! ეს რას მოვესწარით, 3-4 წლის წინ ასეთ რაღაცაზე ფიქრიც არ შეგვეძლო,თავი სიზმარში მგონია! ეს დასაწყისია ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის გზის!
gulshematkivari0703
02 ივნისი 2023 23:11
2
ეგ ერთი და სხვა მრავალი.
დათო
02 ივნისი 2023 23:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული