ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
ხვიჩას ყველა თამაშს ვადევნებდი თვალს, რუბინის ამხანაგურებსაც ვუყურებდი ხვიჩას ხათრით.არც გამკვირვებია, სერია ა რომ დაიპყრო. მე უფრო ის მიკვირდა, ესპანეთს როგორ ეთამაშა დელ პოროს და ბუსკეტს ყვითლები მიაღებინა, გოლი გაუტანა, მუდმივად ატერორებდა ვის, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს და ადეკვატური ყურადღება არსაიდან
merabi-1960
02 ივნისი 2023 22:08
3
გილოცავ ხვიჩა. ღმერთი შენსკენ. ჩვენ ისტორიაში მგონი პირველი დიდი აღიარებაა ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს.
roma bejanidze
02 ივნისი 2023 22:06
2
Sagol kvaraaa
Gel-100
02 ივნისი 2023 21:52
1
რა დასანანია რო ლიგის ფინალში ვერ გავიდნენ. აუ რა მაგარი სანახაობა იქნებოდა ხვიჩა უოკერის და ხოლანდის წინაახმდეგ. ვისთანა ბიჭო გამოვარდნენ ნერვები დგემდე მეშლება. მაგრამ ზოგი ფეხბურთელი რო გასაშვებია ნაპოლიდან ეს გამოჩნდა რაც ძალიან კარგია იმედია დე ლაურენტისი გაუშვებს ვინც გასაშვებია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02 ივნისი 2023 21:51
4
ზღაპარში ვართ. ღმერთს ვთხოვ რომ ეს ზღაპარი დიდი ხანი გაგრძელდეს. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რამხელა რაღაცა მოხდა
ქართველი
02 ივნისი 2023 21:49
2
ვულოცავ ხვიჩას და მთელ საქართველოს, დაფასთა ტალანტი და შრომა ჩვენი დიდი სიამაყის!!! იხარე ერო. გილოცავთ ყველა გულშემატკივარს!!!
ანაგელი
02 ივნისი 2023 21:47
2
მგონია რომ მთელი საქართველო ბედნიერია ამ ცნობით,ვენაცვალეეეეეეეე
მირო
02 ივნისი 2023 21:43
3
გილოცავ გამარჯვებას საქართველო!
გაიხარე ქართულო გენო!
გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია- კვარავაჯო-კვარადონა!
დიდება უფალს
თენგო
02 ივნისი 2023 21:30
2
მადლობა ხვიჩა,ნიცა,ბედნიერ პირად ცხოვრებას გისურვებთ,იხარე ქართულო გენო!!!!
ლადო
02 ივნისი 2023 21:29
2
Sagol raa,win da win iare karierashi da gagvaxare sheni lamazi tamashit!!!
L.J .
02 ივნისი 2023 21:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული