ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
არის ჩვენი ბრილიანტია იმსახურებდა ყველანაირად
სიტყვები არ მყოფნის
HK
02 ივნისი 2023 20:23
2
ნაცებს ეწყინათ და გულზე სკდებიან !
zura222
03 ივნისი 2023 05:37
1
ცრემლი მომადგა.
მადლობა, ჩვენო ხვიჩუკა!
ვისაც ეწყინა, იმის .............!
ILIA
02 ივნისი 2023 21:09
2
გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე ე ე !!!
პეტროსი
02 ივნისი 2023 20:23
2
შემოინახეს ბოლოსათვის და ჩვენც გაგვიხარეს გულები!გილოცავთ მეგობრებო!გილოცავთ საქაართველო!ამაზე სასიხარულოს,დღეს ვერაფერს გავიგებდი!
სოსო
02 ივნისი 2023 20:22
2
ვულოცავ ხვიჩს და სრულიად საქართველოს, იმედია მომდევნო წელსაც გაიმეორებს და უფრო შთამბეჭდავ სტატისტიკასაც დადებს!!!
მინდია
02 ივნისი 2023 20:21
2
ნამდვილად ეკუთვნოდა! ვულოცავ სრულიად საქართველოს!
ვახო...
02 ივნისი 2023 20:18
2
Warmatebebi kvara.daagvirgvina sezoni. Liga mogvelocos momavali sezonshi
Gio
02 ივნისი 2023 20:18
2
მაგარია, გილოცავთ ყველას, დაიმსახურა და ულევი წარმატებები კვარას
paata
02 ივნისი 2023 20:18
2
უდიდეს წარმატებას მიაღწია ჩვენმა ბიჭმა, გენაცვალე ხვიჩა !!!!
ყველას გილოცავთ!!!
სააკაძე
02 ივნისი 2023 20:17
2
ვახ რას მოვესწარით!!!!!
ბექა
02 ივნისი 2023 20:16
0
გ ი ლ ო ც ა ვ თ! გ ი ლ ო ც ა ვ თ! გ ი ლ ო ც ა ვ თ!
ეს მართლაც დიდი აღიარება!!! გილოცავ ხვიჩა და ვულოცავ მთელ საქართველოს!
დაე, დიდი სანაკრებო წარმატებების დასაწყისი ყოფილიყოს, ხვიჩას მეთაურობით
fani
02 ივნისი 2023 20:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული