ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
Shen genacvale xvichàaaaaaa.
Dato
02 ივნისი 2023 20:16
2
ოქროს ბიჭო გენაცვალე,უდიდეს წარმატებას გისურვებ და ასმაგ და ათასმაგ წისნვლას.
გეგი
02 ივნისი 2023 20:15
2
გილოცავ, ჩვენო ოქრო ბიჭო, შენგან იწყება ქართული ფეხბურთის დიდების აღორძინება.
ზურაბ
02 ივნისი 2023 20:14
2
წინ საქართველო !!!
ნატო
02 ივნისი 2023 20:14
2
იმ რეკორდის მერე სამჯერ რომ გახდა თვის საუკეთესო ნამდვილად ეკუთვნოდა.
მიშო
02 ივნისი 2023 20:14
2
გენაცვალე კვარაა!! ეს რა ბედნიერი დღები გვაჩუქე!! უფალი გფარავდეს!!
ირაკლი
02 ივნისი 2023 20:13
2
გილოცავთ
ჰგ
02 ივნისი 2023 20:12
2
აბა რა შენ გენაცვალე !!!
გიო
02 ივნისი 2023 20:12
2
აბაა რააა!!! ვულოცავ კვარას და სრულიად საქართველოს!!!
შოთა
02 ივნისი 2023 20:12
2
Shen genacvale xvicha. Gushin zustad eg davwere imitom ar sheiyvanes 11shi rom sauketesod irchevdnen. Yvelas gilocavt am udides warmatebas...
Dato
02 ივნისი 2023 20:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული