იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.
კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).
გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.
საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ვინ რას იტყვის კვარაზე და მის რამდენიმე უგოლო თამაშზე. ყველას ყველაფერი ვაპატიე რადგან უზომოდ გახარებული ვარ! :D
ყველაფერი გადაფარა MVP ს ჯილდომ.❤️
ფენომენალური სეზონი, სკუდეტო პირველივე წელს და სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.
ამაზე მეტი რა უნდა ექნა აღარვიცი.
მოკლედ გილოცავთ ვისაც მართლა გაგიხარდათ!
ვისაც არ გაგიხარდათ რავი, მომავალ უგოლო თამაშებს დაელოდეთ და თავები დაიმშვიდეთ❤️
დიდება საქართველოს არწივების და ლომების მშობელს!
გაუმარჯოს ჩვენს სასიქადულო, საამაყო, ძვირფას ხვიჩა კვარაცხელიას!
ეს ერთი და სხვა მრავალი!
ხედავთ რა მაგრები ვართ, იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი, საფრანგეთსი მართალია მეორე დიუვიზიუონის, მაგრამ მაინც საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი!
ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოს შვილებო!