ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
არის ასრულდა ოცნება! გილოცავ ხვიჩა! ნამდვილად არ მეგონა! დიადი გამარჯვებაა ქართული გენის!
მწრთვნელი
02 ივნისი 2023 20:48
2
სადარიან რუსი ექსპერტები ადრეა ჯერო რუსეთის დატოვებაოო? დროულად წამოიყვანეთ გაგნიძე სანამ გააუქმა უეფამ კონტრაკტის გაწყვეტა
beqa
02 ივნისი 2023 20:49
7
"ბათუმის ნაპოლი" არის მაგისი დონეო, ინსინიეს შემცვლელად სასაცილოაო, იტალიელებო ვინ მიგყავთ ჩვენ დაგვიჯერეთო და კიდე რეებს წიწინებდნენ ფუ ჯიში მ.***** თ
x.
02 ივნისი 2023 21:33
5
რუბინიდან რომ წამოვიდა შურიანი რუსი ვაიგულშემატკივრები წერდნენ რა უნდა იტალიაში, სკამი უნდა ხეხოს და ბათუმის დინამოში დააბრუნებენო. აბა რას იტყვით ბოღმისგან გასიებულო რუსებო? გასკდით გულზე, პირველივე სეზონში საუკეთესოა ჩვენი ხვიჩა და ეს ყველაფერი არ არის, ყველაფერი აწი იწყება
lexsen
03 ივნისი 2023 03:41
17
ალბათ რუსული არ იცი და ვერც კითხულობ! რუსი გულშემატკივრები 100-დან 95 სიხარულით მეცხრე ცაზე იყო ხვიჩას წარმატებებით, აქებდნენ და ადიდებდნენ, ბევრმა სპეციალური გვერდი გახსნა და ხვიჩას წარმატებებს აშუქებდნენ! ახლაც თავისიუანად მიაჩნიათ. ხვიჩა ისეთი მაღალი ადამიანური თვისებებით ა=რის დაჯილდოებული, ისეთი კარგი აღზრდილია, რომ ყველას ბრაზილიიდან ვლადივოსტოკამდე თავისიანად მიაჩნიათ!
aburjga
03 ივნისი 2023 10:29
1
ეგ რუსები და აქაც რომ არ აკლებდნენ ბოღმას და შურს მგას რატომ არ ამბობ?შენიანისგანაა უფრო საწყენი თორე რუსი რომ მტერია ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა.
გეგი
03 ივნისი 2023 10:54
3
ყველა გამოხმაურება
გულით ვულოცავ ხვიჩას და ყველა მის გულშემატკივარს. მართლა წარმოუდგენელი რამ მოხდა, სეზონის სტარტზე ალბათ უმეტესობა იმას ვნატრობდით,, რომ ძირითადში ადგილი დაემკვიდრებინა, ამან კი ნამდვილი სასწაული მოახდინა.
irakli81
03 ივნისი 2023 02:21
2
არის არის არის!!!
საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ვინ რას იტყვის კვარაზე და მის რამდენიმე უგოლო თამაშზე. ყველას ყველაფერი ვაპატიე რადგან უზომოდ გახარებული ვარ! :D
ყველაფერი გადაფარა MVP ს ჯილდომ.❤️
ფენომენალური სეზონი, სკუდეტო პირველივე წელს და სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.
ამაზე მეტი რა უნდა ექნა აღარვიცი.
მოკლედ გილოცავთ ვისაც მართლა გაგიხარდათ!
ვისაც არ გაგიხარდათ რავი, მომავალ უგოლო თამაშებს დაელოდეთ და თავები დაიმშვიდეთ❤️

Skeleton
02 ივნისი 2023 20:35
2
გაუმარჯოს ხვიჩას!გაუმარჯოს საქართველოს !!!ჩვენს ერთიანობას გაუმარჯოს!
Daviti
02 ივნისი 2023 23:26
2
თვალზე ცრემლი მომადგა...
შენ გენაცვალე ხვიჩა, გაიხარე ისე როგორც ქართველი ხალხი გაგვახარე.მჯერა ეს მხოლოდ დასაწყისია, მთავარი გამარჯვებები წინ გვაქვს. შენ ხარ ჩვენი ქვეყნის ელჩი მთელს მსოფლიოში.❤
ქობულეთიდან
02 ივნისი 2023 23:21
2
სერია ა ში რამდენი მსოფლიო ჩემპიონია (ბოლო და წინა მსოფლიო ჩემპიონატის), რამდენი ევროპის ჩემპიონია,რამდენი ვარსკვლავი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნიდან,მათ შორის ფრანგი, იტალიელი, ინგლისელი, ბრაზილიელი, არგენტინელი, და საუკეთესო ხდება ბიჭი, რომლის სახელი და გვარი, ქვეყანა 8-9 თვის უკან არავინ იცოდა.საოცრება მოხდა,ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ დათო ყიფიანს, მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, ბორია პაიჭაძეს!
დათი
02 ივნისი 2023 23:16
2
გილოცავ გამარჯვებას საქართველო!
გაიხარე ქართულო გენო!
გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია- კვარავაჯო-კვარადონა!
დიდება უფალს
თენგო
02 ივნისი 2023 21:30
2
არიიის არიიიის მეგობრებოოოოო არიიიიის!!!!ისტორიული მომენტი.
შახრუდინი
02 ივნისი 2023 20:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული