იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.
კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).
გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.
წურბელებივით ეხვევიან იმას, ვისაც რეიტინგი აქვს.
არ გიშველით ეგ, მაინც ვერ გააპოლიტიკოსებთ ხვიჩას. ამის დიდი იმედი მაქვს, რათქმაუნდა თავს ვერაფერზე დავდებ მაგრამ, ამ ქვეყანაში ყველაფერი სამარცხვინო მეჩვენება თავის მთავრობა ოპოზიციანად. ხვიჩას გარდა ნათელ წერტილს ვერ ვხედავ აქ და ამასაც რომ გვერდით, ფარად იყენებენ მწყინს.
მაინც ვერაფერი გამიფუჭებს ამ განწყობას ახლა მაგრამ ისინი რომ ცდილობენ ეგ ბიჭი ვიღაცეებს გაალანძღინონ და მერე ფარისევლურად ვითომ დამცველებად დაუდგნენ, ეს სიმდაბლე და გაიძვრერობა მკლავს.
სადაა ეხლა ის ნაცი ყეე ქალა და ყეე კაცა კვარაზე რომ ილაპარაკეს არაფერი ფეხბურთელი არააო და ვერაფერს მიაღწევსო თუ ესე არაო ბოდიშს მოვიხდითო. მოიხადონ ბოდიში ეხლა მეტი რაღა უნდა მიაღწიოს რომ აღიარონ ქვეყნის მტრებმა და გამყიდველებმა