სრული ქაოსი: მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო, დავითაშვილის "ბორდოს" მატჩი შეწყდა - ვინ გადავიდა ლიგა 1-ში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბასტია“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ „როდეზთან“ მატჩი 23-ე წუთზე შეწყდა და არ გაგრძელებულა. ასევე შეწყდა "ჰავრისა" და "დიჟონის" მატჩი, რომელიც განახლდა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე 75 ქულით "ჰავრია", მეორეზე 72 ქულით "მეცი", ხოლო 69 ქულით მესამეზე "ბორდო". ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, თუმცა ჟირონდული გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტში, შეხვედრის გადათამაშების შემთხვევაში, იმისათვის, რათა „მეცს“ გადაასწროს, მინიმუმ 4 გოლით გამარჯვება სჭირდება. სავარაუდოდ, "ბორდოს"
ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ში პირველ და მეორე ადგილებზე გასულები გადადიან.

„მეცი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და 32-ე წუთზე საბალიმ დააწინაურა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძე ვერ შესწვდა და ვერც მეკარე. შესვენების შემდეგ მაზიზმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. 68-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ბონერტმა თავურით ანგარიში შეამცირა. 75-ეზე მაზიზმა დუბლი შეასრულა. მიქაუტაძე 81-ე წუთზე შეცვალეს და ის 23 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე აგრეთვე 8 საგოლე გადაცემაა. 86-ე წუთზე შურმა ანგარიში შეამცირა, "მეცმა" გაიმარჯვა და მოედანზე გახარებული გულშემატკივრები გადავიდნენ.

Sportall.Ge

„ბორდო“ განუწყვეტლივ უტევდა, გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს, რის შემდეგაც შეხვედრა იმის გამო შეწყდა, რომ გოლის ავტორ ბუადეს ტრიბუნებიდან ნასროლი საგანი თავში მოხვდა (ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა მიაყენა დაზიანება), გუნდები გასახდელში გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ბასტია 3:2
გოლები: 1:0 საბალი (32), 2:0 მაზიზი (55), 2:1 ბონერტი (68), 3:1 მაზიზი (75), 3:2 შური (86)

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - როდეზი
გოლი: 0:1 ბუადე (23)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამიტომ უნდა ითამაშოს ზურიკოს დონის ტალანტმა 18 წლის ასაკიდან თუნდაც ლიგა 2ში. მერე არ დაგვწყდება გული 1 წელი რომ თუნდაც ისევ იმ დივიზიონში ითამაშოს. მოატარეს მთელი რუსეთის ჭაპაჭუპა გუნდები და დააკარგვინეს დრო. ამასობაში 22 წელი უკვე აღარაა პატარა. ფეხბურთელის კარიერა ისედაც მოკლეა. აგენტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ცოტა ხო უნდა ფიქრობდე რამხელა ნიჭი გაქვს და სად შეგიძლია ითამაშო, ტულის არსენალის როტორის და მსგავსი არაფრისმომცემი გუნდების გარდა. იმედია თვითინაც ფიქრობს რაღაც დონეზე, რომ რუსეთში მარტო დრო დაკარგა
Haaland
08:59 04-06-2023
0
მეცი გაცილებით შამართული გუნდია ბორდოზე!ზურიკოს მეტ თავმდაბლობას და პროფესიონალიზმს ვუსურვებ!ევროპაში ჩავარდნებს არავის პატიობენ!
გიორგი IV
13:19 03-06-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული