ბომბარდირთა ბომბარდირი მიქაუტაძე ზეიმობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე 3:2 სძლია "ბასტიას" და დიდი ალბათობით ლიგა 1-ში დაბრუნდება. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 81-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა (8 საგოლე გადაცემა გააკეთა) და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე დგილზე 19 გოლით "კანის" ფორვარდი ალეკსანდრე მენდი გავიდა.

ნამატჩევს "მეცის" საიტმა მოზეიმე გიორგის სურათი გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო: "ამ წარმოუდგენელ სეზონს ჩვენ ვერ
დავივიწყებთ".

Sportall.Ge

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და ფეხბურთელებთან ერთად ხარობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წლის სამეული ჩემი აზრით:

1. კვარაცხელია
2. მიქაუტაძე
3. მამარდაშვილი
მინდია
13:04 03-06-2023
1
გაიხარე გიორგი!!!!!!!! ლომი ხარ შენ გენაცვალე ასე გააგრძელე საამაყო ქართველო! თავი სიზმარში მგონია, ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა!!!!!!!
rigiti
10:31 03-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული