"როდისღა უნდა დაისვენოს ხვიჩამ?" - ნეაპოლელები "კვარას" გადატვირთულ გრაფიკზე ნერვიულობენ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ, 2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21 წლამდელთა შემადგენლობა დასახელდა. ორივე გუნდშია გამოძახებული ხვიჩა კვარაცხელია, რაზედაც ნეაპოლელები ანერვიულდნენ.

"როდის უნდა დაისვენოს ხვიჩამ? ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ და 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. ამის შემდეგ იქნება ქორწილიც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრები 17 და 20 ივნისს გაიმართება, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი კი 21 ივნისს დაიწყება. ნეაპოლში ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია ასაკობრივ ნაკრებში არ დაიტვირთება, რადგან დიმაროში დასაბრუნებლად ფიზიკურად ძალების აღდგენას ვერ მოასწრებს, ამიტომაც იზრდება იმის შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდს მეორე წინასასეზონო ბანაკში კასტელ
დი სანგროში შეუერთდეს.

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ნეაპოლელებს იმედი აქვთ, რომ აწ უკვე სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვიპროსისა და შოტლანდიის მატჩების შემდეგ დაისვენებს, რადგან მოასწროს ქორწილის ცერემონიალი და ენერგიის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს არა 14 ივლისს არამედ აგვისტომდე დაემშვიდობება" - წერს გამოცემა.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

alt"ვულოცავთ "ნაპოლის" იტალიაში ასეთი ტალანტის ჩამოყვანას" - სერია A-მ განმარტა, რატომ აღიარა კვარაცხელია საუკეთესოდ

altნიჭი, შრომა და დიდი აღიარება - კაპელო და სიომინი კვარაცხელიას წარმატებას გამოეხმაურენ

alt"კვარა", "მამარდა", ზურიკო, მიქაუტაძე - 21-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 44 /
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს.ასე დაჟინებით რატომ მოითხოვთ და ავალდებულებთ იმას რაც თქვენ გინდათ.ის ადამიანია ჯერ და მერე ფეხბურთელი.მასაც უნდა დასვენება და ცხოვრება.კი იძახით რა დროს ცოლიაო და ჯერ ითანაშოსო.ხო ეხლა ხვიჩა ზის და იმაზე ფიქრობს ჯერ ადრეა ცოლის მოყვანა ხალხი რას იფიქრებსო
გოგა
10:22 05-06-2023
0
თავიდან დავაკომენტარე ჩემი კომენტარი. მაგრამ იმას აღარ წაიკითხავთ, ამიტომ ვიმეორებ. აქ კამათი წავიდა, უნდა ითამაშოს თუ არა ნაკრებში. ეს სისულელეა. პასუხია, უნდა ითამაშოს. მაგრამ ტრენერებმა, მენეჯმენტმა უნდა იფიქრონ იმ რისკების შემცირებაზე რაც ახლავს ამ თამაშებს. მაგალითად ე.წ. ააღდგენითი ვარჯიშები და არა სიქის გაძრომამდე ვარჯიში. უფრო მეტი აქცენტი ტაქტიკურ ვარჯიშებზე. ექიმების ჩართულობა, თუ საჭიროა, კეთილი ინებონ და მოიწვიონ უცხოელი ცნობილი ექიმები კონსულტანტად. ათასი აღმდგენი ბიოლოგიურად სუფთა საშუალებაა. ვიტამინები. მოკლედ ვიფიქროთ რისკების განეიტრალებაზე, იმიტომ რომ რისკები არსებობს ყველასთვის. მამარდა, მიქაუტაძე, დავითაშვილი ....
ჰოო
14:13 04-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული