ემოციური კადრები - ყველანი მოედანზე შევარდნენ, მიქაუტაძე კი პირველი მწვრთნელს ჩაეხუტა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბასტია“ 3:2 დაამარცხა და დიდი ალბათობით ლიგა 1-ის საგზურიც მოიპოვა.

მოგეხსენებათ, ლიგა 1-ში 2 გუნდი გადადის, ერთი "ლე ჰავრი" იქნება, მეორე კი ჯერ უცნობია, რადგან ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" საგზურისთვის "როდეზთან" 4 ბურთიანი უპირატესობით მოგება სჭირდება, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს მატჩი შეწყდეს და ქართველის გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.


მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელები მოედანზე შევარდნენ, ქართველი ფორვარდი კი
პირდაპირ მწვრთნელის მიმართულებით გაიქცა და ჩაეხუტა, რათა მადლობა გადაეხადა იმ ნდობისთვის, რომელიც მიიღო.

ვიდეო აღებულია Geo Team-ის ფეისბუქ გვერდისგან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული