მოგეხსენებათ, ლიგა 1-ში 2 გუნდი გადადის, ერთი "ლე ჰავრი" იქნება, მეორე კი ჯერ უცნობია, რადგან ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" საგზურისთვის "როდეზთან" 4 ბურთიანი უპირატესობით მოგება სჭირდება, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს მატჩი შეწყდეს და ქართველის გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.
მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელები მოედანზე შევარდნენ, ქართველი ფორვარდი კი
პირდაპირ მწვრთნელის მიმართულებით გაიქცა და ჩაეხუტა, რათა მადლობა გადაეხადა იმ ნდობისთვის, რომელიც მიიღო.
ვიდეო აღებულია Geo Team-ის ფეისბუქ გვერდისგან