tuttofrosinone: კვერნაძის "ფროზინონეში" ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განსახორციელებელია

AutoSharing Option
tuttofrosinone სერია A-ში გადასულ "ფროზინონეში" ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფაბიო გროსოს გუნდი, რა თქმა უნდა, ისევ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს. ამიტომ შემტევი გარემარბების მოძიება ამოცანა გახდება, რაც სატრანსფერო ბაზარზე გადასაჭრელი საკითხია და უკანასკნელ დღეებში ყველაზე აქტუალური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის ვარიანტია.

"ამ მომენტში მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტში შეუთანხმებლობის გამო პროცესი მოლოდინის რეჟიმშია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, რათა რაც შეიძლება მალე იქნეს შეთანხმება მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, "ფროზინონე" ამას იმედოვნებს.

მიზეზი კი მარტივია: 2003 წელს
დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ახლგაზრდული ნაკრების გაფართოებულ, 35-კაციან განაცხადშია შეყვანილი. ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდი თავის წარმოსაჩენად მზადაა. ცხადია, კონტრაქტის დროულად გაფორმებას შეუძლია ფასის გაზრდისა და კონკურენციის რისკი თავიდან აგვარიდოს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ ბიჭმა, პირველად რომ გამოჩნდა, საკმაოდ კარგად გამოიჩინა თავი. მერე დაიკარგა და არ ჩანს. აქ დაწერეს, რომ ბათუმსი შანსი მისცეს მაგრამ თავი ვერ გამოიჩინაო. არ ვიცი ის თამაშები არ მინახავს, მაგრამ ვთქვათ და მართლაც ვერ გამოიჩინა თავი რამდენიმე ტამაშში სადაც შანსი მისცეს, 20 წლისაა ჯერ, რა გასაკვირია სამი ან ოთხი თამაში არ ეყოს შესაძლებლობების გამოსავლენად თუნდაც ფსიქოლოგიური მომენტების გამო. ამდენი ხანია არ ჩანს. მოგებულ თამაშებში მაინც ხომ შეიძლებოდა შეცვლაზე შემოყვანა? ან რა პიარზეა ლაპარაკი, ფროზინონეს ვებგვერი რატომ ჩაერთვებოდა ვიღაც უცნობი ბიჭის პიარში?
არტ
13:36 06-06-2023
0
ტიპი ბათუმის განაცხადში ვერ ხვდება რას აბუქებთ, ყურადღება მიიპყრო თელავიდან მაგრამ მას შემდეგ რეგრესს განიცდის აგერ ფაქტია და ამას ასეთი ფორმით სერია ას არცერთი გუნდი არ აიყვანს სამწუხაროდ.
Anjelo Antei
13:10 06-06-2023
5

სიახლეები პოპულარული