tuttofrosinone: კვერნაძის "ფროზინონეში" ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განსახორციელებელია

AutoSharing Option
tuttofrosinone სერია A-ში გადასულ "ფროზინონეში" ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფაბიო გროსოს გუნდი, რა თქმა უნდა, ისევ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს. ამიტომ შემტევი გარემარბების მოძიება ამოცანა გახდება, რაც სატრანსფერო ბაზარზე გადასაჭრელი საკითხია და უკანასკნელ დღეებში ყველაზე აქტუალური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის ვარიანტია.

"ამ მომენტში მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტში შეუთანხმებლობის გამო პროცესი მოლოდინის რეჟიმშია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, რათა რაც შეიძლება მალე იქნეს შეთანხმება მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, "ფროზინონე" ამას იმედოვნებს.

მიზეზი კი მარტივია: 2003 წელს
დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ახლგაზრდული ნაკრების გაფართოებულ, 35-კაციან განაცხადშია შეყვანილი. ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდი თავის წარმოსაჩენად მზადაა. ცხადია, კონტრაქტის დროულად გაფორმებას შეუძლია ფასის გაზრდისა და კონკურენციის რისკი თავიდან აგვარიდოს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი მარა ბათუმის სტაფს სინდისი არ ააქ? ეს ბიჭი სკამზე დაამჟავეს და რა სინდისით ითხოვენ მასში დიდ ფულს?
ეეე
23:03 05-06-2023
3
უთამაშებელი ფეხბურთელის გაყიდვა ადვილი საქმე არაა და ბათუმის პოზიცია გაოცებას იწვევს.ამ ბიჭს ებრძვიან თუ მის აგენტებს? საერთოდ არ ათამაშებენ და არც უ 21 ში მგონია რომ უთამაშებელი ფეხბურთელი ათამაშოს სვანაძემ.აქედან გამომდინარე, იტალიელების ასეთი დაინტერესებაც ორმაგად გასაკვირია. ტრანსფერამდე ხვიჩას იწუნებდნენ, ბიჭი გლეჯდა ყველაფერს ეროვნულში და უნაკრებო და უგუნდო ფეხბურთელზე ისე გადაირივნენ რომ დღესვე გაფორმებას ითხოვენ?
ზეზვა
00:31 06-06-2023
1

სიახლეები პოპულარული