თურქეთის სუპერლიგაში "კარაგიუმრუკის" შემტევმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა.
"ქასიმფაშასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:0) ლობჟანიძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს ჩემპიონატზე "კარაგიუმრუკში" ჩატარებულ მეათე მატჩში მისი მეორე გოლია.
საბა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ "ჰათაისპორიდან" "კარაგიუმრუკში" იჯარის წესით გადავიდა.
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კვიპროსთან და შოტლანდიასთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა.