ლობჟანიძე ნაკრებში გოლით მოდის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგაში "კარაგიუმრუკის" შემტევმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა.

"ქასიმფაშასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:0) ლობჟანიძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს ჩემპიონატზე "კარაგიუმრუკში" ჩატარებულ მეათე მატჩში მისი მეორე გოლია.

საბა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ "ჰათაისპორიდან" "კარაგიუმრუკში" იჯარის წესით გადავიდა.

ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კვიპროსთან და შოტლანდიასთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამან სულ ესე რატო იცის მარტო სანაკრებო შეხვედრების წინ.
ბაჩო
23:20 06-06-2023
2
ეს ბიჭი 4 მცველიან ტაქტიკაში ბევრად გაამარებს, როგორც ნორვეგიასთან რომ შემოვიდა. მთლიან ფლანგს რომ აბარებენ, უჭირს მერე შეტევაში საუკეთესო თვისებების გამოვლინება. ვინგერად უნდა ითამაშოს მარჯვნიდან. ძალიან სწრაფი და გუბდური მოთამაშეა.წიტაიშვილს არ აქვს პრქრიკა დავითაშვილს ბევრ რამეში სჯობს, პირველ როგში გუნდურობაში. ორი-სამი კაცი გვეყოლება მარჯვნიდან. მარცხნივ კი ხვიჩა, ჩაკვეტაძე და ბერიძე.
მარჯვენა ვინგერია რა
12:26 07-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული