Diario de Sevilla: მამარდაშვილის გადაბირებას "სევილია" შეეცდება

AutoSharing Option
Diario de Sevilla-ს ცნობით, ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" შეიძლება მეკარე იასინ ბონომ დატოვოს და მის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილის შეძენას შეეცდებიან.

ანდალუსიურ გუნდს 31 წლის სერბი მარკო დმიტროვიჩის სახით კიდევ ერთი გამოცდილი მეკარე ჰყავს, თუმცა მხოლოდ მის იმედად ვერ იქნებიან და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა კლუბში სპორტული დირექტორი რამონ მონჩი.

"სევილიაში" უნდა დაბრუნდეს "კასტელონში" იჯარით გაშვებული ალფონსო პასტორი, თუმცა ის ძირითად მეკარედ არ განიხილება, ორი სრულფასოვანი კარის დარაჯი სჭირდებათ და აქტიურად განიხილება მამარდაშვილის კანდიდატურა, რომელმაც "ვალენსიაში" შესანიშნავი სეზონი
ჩაატარა.

გამოცემა წერს, რომ პრობლემა შეიძლება ქართველის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი (100 მილიონი ევრო) გახდეს, მაგრამ "სევილია" ტრანსფერის გაჩარხვის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უმაგრესი ვარიანტი იქნებოდა სევილია. კიდევ უფრო დაიხვეწებოდა გიორგი!
ლაშა
21:09 10-06-2023
1
მამამარდაშვილის საქციელი სუფთა რასისტული გამოხტომა იყო…
დარი
16:36 11-06-2023
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული