"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ლეგიონერების წასვლ გაიხსენა.

ის წუხს, რომ ყაზანელებმა მათ სანაცვლოდ პრაქტიკულად ვერაფერი მიიღეს, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ფიფამ და უეფამ რუსეთი თავიანთი ტურნირებიდან მოკვეთეს, ლეგიონერებს კი კონტრაქტების გაწყვეტის საშუალება მისცეს:

"სირცხვილია, რომ ხვიჩა უფასოდ წავიდა. ამავეს ვიტყვი დრეიერსა და ხაკშაბანოვიჩზე. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავდა და მათ სანაცვლოდ პრაქტიკულად არაფერი მიგვიღია, მაგრამ ხვიჩა ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდ გუნდში ითამაშებდა და მის გამო
ძალიან ბედნიერი ვარ", - უთხრა საიმანოვმა Sport24-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოს" ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადა, რა თანხა შეხვდა აქედან "რუბინს" - უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 29 /
მართალს ამბობს ეს კაცი, უზარმაზარი სირცხვილია რუსებისთვის რომ ესეთი გაუმაძღარი ღორობით და უკრაინაში შეჭრით ასეთი კარგი ხალხი დაკარგეს. მაგრამ ვერც გაიაზრებენ რამხელა სირცხვილი და რამდენი ქაქო აქვთ ნაჭამი!
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო
01:09 17-06-2023
3
უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო, ხვიჩა ისევ რუსეთში იქნებოდა, სულ რომ 100 მილიონი გადაეხადათ ხვიჩაში, 200-ს მოითხოვდნენ. მაგათ აქვთ ამბიცია რომ რუსეთის ჩემპიონატი გახადონ მაღალი დონის, ფულიც აქვთ, ხოდა ხვიჩასნაირ ვარსკვლავს სად გაუშვებდნენ. ანანიძეს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ რა უყვეს მახო ასათიანს, შანსი არაა რომ მას მყიდველი არ ყოლოდა, მაგრამ რუსეთს არ მოაშორეს. ამით ორ კურდღელს იჭერენ რუსები ერთი ჩემპიონატის დონე, მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არცერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ უნდა გასულიყო ევროპაში.
ფეოლა
17:08 16-06-2023
6

სიახლეები პოპულარული