"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ლეგიონერების წასვლ გაიხსენა.

ის წუხს, რომ ყაზანელებმა მათ სანაცვლოდ პრაქტიკულად ვერაფერი მიიღეს, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ფიფამ და უეფამ რუსეთი თავიანთი ტურნირებიდან მოკვეთეს, ლეგიონერებს კი კონტრაქტების გაწყვეტის საშუალება მისცეს:

"სირცხვილია, რომ ხვიჩა უფასოდ წავიდა. ამავეს ვიტყვი დრეიერსა და ხაკშაბანოვიჩზე. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავდა და მათ სანაცვლოდ პრაქტიკულად არაფერი მიგვიღია, მაგრამ ხვიჩა ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდ გუნდში ითამაშებდა და მის გამო
ძალიან ბედნიერი ვარ", - უთხრა საიმანოვმა Sport24-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოს" ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადა, რა თანხა შეხვდა აქედან "რუბინს" - უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 29 /
სირცხვილი რა არის უკვე ვეღარ ხვდებიან ეს ვირთხები.სირცხვილი და გაცილებით უფრო მძიმე ის ქმედებაა რასაც უკრაინას უშობით
kriala
14:20 16-06-2023
11
სირცხვია ერი რო გქვიათ
არა რუსეთს
14:27 16-06-2023
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული