"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო" - გიორგი მიქაუტაძე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმრად 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გოლები გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ მიქაუტაძემ პატარა კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში ოთხი ქულა გვაქვს ორ თამაშში და ეს ძალიან კარგია. დღეს რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფის ლიდერს ვეთამაშოთ. იქაც სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა".

წყარო: Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
შოტლანდიას გაუტანე და იუვეში ხარ!!!
beqa
13:39 18-06-2023
0
რატომ ასე და არა უკეთესად?ბელგიაში,9 ტურის შემდეგ რომ 14 გოლი გქონდა გატანილი,აი ისე გააგრძელე!
სოსო
13:39 18-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული