ალთუნაშვილი "ვოლფსბერგერის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი ბათუმის "დინამოდან" "ვოლფსბერგერში" გადავიდა, - ამის თაობაზე ავსტრიული კლუბი საიტით იტყობინება.

"ვოლფსბერგერმა" ალთუნაშვილს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

"ვოლფსბერგერმა" გასულ სეზონში წარუმატებლად იასპარეზა, ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე გავიდა და მწვრთნელი მანფრედ შმიდი გუნდის ქართველით გაძლიერებას იმედოვნებს.

ალთუნაშვილი ამჟამად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გლაზგოში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შარშანდელი ბათუმის დინამოდან აჩრდილიღა დარჩა. ყველაზე თვალსაჩინო ვინც იყო, გაფრინდაშვილი, ალთუნაშვილი და აღარაფერს ვამბობ დავითაშვილზე.ურთულესი საქმეა ამ ხალხის სათანადოდ შეცვლა.
ქობულეთიდან
20 ივნისი 2023 21:37
1
ბათუმის დინამო ალბათ ლევან ბერძენიშვილით გაძლიერდება ევროპისათვის!
პლეხანოველი
20 ივნისი 2023 17:52
2
რამდენად გაყიდეთ? ერთი ნათელი წერტილი იყო გუნდში! ვინ უნდა ითამაშოს ევროტურნირებზე?
emzari
20 ივნისი 2023 17:25
0
მერე ეს ალთუნაშვილი გადავა სადმე კრემონეზეში ან უდინეზეში და მხოლოდ მაშინ დავაყენებთ ძირითადში კვეკესკირის ნაცვლად? მშვენიერი დარტყმა აქვს კარში, პასებიც უკეთესი, კვეკესკირს 2 თავით ჯობია ახლავე.
G.LA
20 ივნისი 2023 16:28
1
კარგია მაგრამ ბათუმი რას აპირებს ევროპაზე
გვა
20 ივნისი 2023 16:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული