კვიპროსული გუნდი გოჩოლეიშვილის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
24sports-ი იტყობინება, რომ "აპოლონმა", რომელმაც კვიპროსის გასულ ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, უკრაინაში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებით აპირებს გაძლიერებას და მათი უპირველესი სამიზნე "შახტარის" განაპირა ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილია.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის დამატება "აპოლონისთვის" კარგი იდეაა, მაგრამ მის შეძენას ვერ შეძლებენ და შეეცდებიან, იჯარის წესით გადაიყვანონ.

გოჩოლეიშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კვიპროსთან ევროპირველობის შესარჩევ მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც ჩანს, "აპოლონის" ხელმძღვანელებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

გიორგის "შახტართან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. "აპოლონი"
ეცდება, გადაიბიროს და ქართველით მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს, თუმცა ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება და თავად ფეხბურთელი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თოვუზის თურანს უნდა თურმე ლუკა გაგნიძე, და ყაზახურ "ყიზილორდას" ზურიკო დავითაშვილი,
და მალხაზის ჩემს მეზობელს კიდე მილა იოვოვიჩი უნდა
Levani
22:22 22-06-2023
2
ბიჭი შახტარშია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა ითამაშოს, რას ამბობთ აპოლონი არა ჰეფესტოსი კიდე
შაკო
00:47 23-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული