La Gazetta dello Sport: გიგანტი მამარდაშვილი "ინტერში" ონანას შეცვლის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სამსახურით, "იუვენტუსის", "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" გარდა, "ინტერი" დაინტერესდა. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ანდრე ონანა სხვა გუნდში გადავა, მილანური კლუბი ორ კანდიდატურას განიხილავს: პირველი მამარდაშვილია, მისი ალტერნატივა კი - იან ზომერი (ბაიერნი).

გამოცემა აღნიშნავს, რომ ონანა "ნერაძურიმ" "ჩელსის" ან "მანჩესტერს" შეიძლება 60 მილიონ ევროდ მიჰყიდოს, ქართველი გიგანტის შეძენა 25 მილიონი დაუჯდება და თუ ეს ტრანსფერი ვერ განახორციელა, ზომერის იჯარით აყვანას შეეცდება.

Transfermarkt-ის მიხედვით, მამარდაშვილის ფასი სწორედ 25 მილიონია, ხოლო ზომერის - 5 მილიონი, რომელიც
მანუელ ნოიერის მწყობრში ჩადგომის შემდეგ, ალბათ, სათადარიგო გახდება და ეს არ აწყობს.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ "ინტერის" გულშემატკივრებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ონანას დარჩენა იქნება, ხოლო მამარდაშვილისთვის ახალ გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩემპიონთა ლიგაზე თავის წარმოჩენის საშუალებაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაფერი დამღლელი არაა, სანამ სატრანსფერო დრო დამთავრდება ეს იქნება ბევრ ფეხბურთელზე. რა არის ამაში დასაღლელი და გასაკვირი? რა ყველაფერზე იღლებით ეს ხალხი რა გჭირთ? თუ ფეხბურთზე ახალი ამბების გაგება არ გინდათ რას იტანჯავთ თავს აგერ ამბები.გე და ჟურნალი სარკე.
G.LA
22:57 22-06-2023
2
ისევ ინტერი ან სევილია ჯობია პრემიერლიგურ კლუბებს!
ლაშა
22:51 22-06-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული