ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდში ბევრი ლეგიონერია, მარადიშვილი კი უახლოეს პერიოდში ქართულ პასპორტს აიღებს, ეკატერინბურგელებს კიდევ ერთი ლეგიონერი დაემატებათ, რაც არ აწყობთ.
"მარადიშვილის დამატება ჩვენთვის ახლა მომგებიანი აღარ არის, რადგან ის მალე ქართულ პასპორტს აიღებს.
გუნდში ისედაც ბევრი უცხოელი გვყავს და მას კვლავ რუსული პასპორტი რომ ჰქონოდა, სულ სხვა საკითხი იქნებოდა.
ახლ კი ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს",
შეგახსენებთ, რომ 23 წლის მარადიშვილი, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია, ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს.