მიქაუტაძე "იუვენტუსში"? ჯუნტოლის სამეულში ქართველი შემტევიც შედის

AutoSharing Option
კრისტიან ჯუნტოლი "იუვენტუსის" ახალი სპორტული დირექტორია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კრისტიანს რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა საკუთარ ბლოკნოტში უკვე ჩაწერილი აქვს.

როგორც Il Corriere della Sera წერს, "ბიანკონერის" უფროსობისთვის მთავარი კონკრეტული ფეხბურთელების გაყიდვა, შემდეგ კი ახალი სახეებით შევსება გახლავთ.

როგორც ცნობილია, ჯუნტოლის სამეული შემდეგნაირია:

1. დოეხი ("უნიონ ბერლინი, მცველი, ღირებულება 17 მილიონი ევრო)
2. მაზრავოი (მიუნხენის "ბაიერნი", მცველი, ღირებულება 28 მილიონი ევრო)
3. მიქაუტაძე ("მეცი", შემტევი, ღირებულება 10 მილიონი ევრო).

როგორც ჩანს, "ბებერი ქალბატონის" ინტერესი ქართველი შემტევის მიმართ მართლაც რომ რეალურია.

მომზადებულია numero-diez-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენი მხითარიან ინტერში ლიგის 1/2 ფინალში გავიდა წელს და მომავალ სეზონში სერია ა უნდა მოვიგოთ ასევე ჩემპიონთა ლიგაც. რა იუვე რა ნაპოლი ელი@@@
სლავა როსიი ჩვენ ძმები ვართ ელი@@@
zura222
05 ივლისი 2023 16:37
36
//////
ეგ ერევნის გაზეთებში დაწერე ჰაეს, ზურა ორისანი
07 ივლისი 2023 03:06
0
იუვენტუსი იტალიის და მთელი ევროპის გრანდია მიქაუტაძე თუ იქ გადავა ქართული ფეხბურთისთვის და მიღწევა იქნება.იუვე მიქაუტაძისთვის მაგარი ვარიანტია.
ქომაგი
02 ივლისი 2023 09:30
0
როგორ დაფვაკკდიტ ბიჭო შენ და კვარააა. როგორ გვწირდებოდა დღეს ესენი ბოლო წუთებში განსხვავების მომცემი ფეხბურთელი.
იმერელი
02 ივლისი 2023 07:00
5
ნეტავი სიტიში წავიდოდეს მაგრამ ჯერ ნაკრებში უნდა ეთამაშათ მაგასაც და კვარაცხელიასაც და ალბათ ეხლა ნახევარფინალში ვიქნებოდით
5
01 ივლისი 2023 23:08
6
მაზრავოი?
არ ვარ იუვეს გულშემატკივარი.როგორღაც სულ დახურული გუნდია,თუმცა ამავე დროს.,დიდი გუნდიცაა და თუ გიო მიიყვანეს,სხვა რა გზა მაქვს,მისი გულშემატკივარიც გავხდები.რუბინს და მოსკოვის ლოკომოტივს კი სჯობია და ჩვენი ბიჭების გამო,მათ ვგულვშემავტკივრობდი.
სოსო
01 ივლისი 2023 19:53
2
ვაააჰ რა დრო დადგა?? იუვენტუსს ვიწუნებთ. ეხლა ჩვენი დროა...
rigiti
01 ივლისი 2023 23:20
2
მერე რაღაცას იმაიმუნებს იუვე,დააკლებენ 10-15 ქულას და დააწყვიტავენ ცალკე ფეხბურთელებს ნერვებს და ცალკე ჟორჟის ხათრით ახალშეძენილ გულშემატკივარს. კი სახელოვანი გუნდია და მაგარი პრესტიჟულია იუვეში თამაში, მაგრამ მამაძაღლობენ ძალიან. ჩემი აზრით ბარნლი უკეთესი ვარიანტია,მაგრამ თვითონ რასაც გადაწყვეტს,ჩვენ მისი გუნდის ქომაგები ვიქნებით. წარმატებები
Mr.kostaia
01 ივლისი 2023 18:57
12
კაი რა ბარნლი თუ ძმა ხარ, იუვე არ მევასება,მაგრამ იუვეა და მაგით ყველაფერი ნათქვამია
ლაშა
05 ივლისი 2023 17:07
0
ღმერთმა გისმინოთ !!! ჟორჟ, წარმატებები !!!
დინამოელი
01 ივლისი 2023 17:59
2
შესანიშნავია!
დო მაჟორი
01 ივლისი 2023 17:32
2

სიახლეები პოპულარული