როგორც დაანონსებული იყო, "შახტარის" მწვრთნელად იგორ იოვიჩევიჩის ნაცვლად 53 წლის პატრიკ ვან ლეუვენი დანიშნეს.
ნიდერლანდელ სპეციალისტს დონეცკურმა კლუბმა ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში ვან ლეუვენის ხელმძღვანელობით "ზორიამ" უკრაინის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და "შახტარმა" მისი კონტრაქტი 700 ათას ევროდ გამოისყიდა. ვან ლეუვენი 2006-2013 წლებში დონბასური გუნდის აკადემიას ედგა სათავეში.
"შახტარი", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, წინასასეზონო შეკრებას როტერდამში გაივლის, სადაც 23 ივლისამდე იქნება და 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
"შახტარი", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, წინასასეზონო შეკრებას როტერდამში გაივლის, სადაც 23 ივლისამდე იქნება და 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
გუშინ, ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში, უკრაინამ, რომელიც ძირითადად
"შახტარის" ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, საფრანგეთი 3:1 დაამარცხა. გოლები დონეცკელებმა გაიტანეს - 2 გიორგი სუდაკოვმა და 1 არტიომ ბონდარენკომ.