"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესი იყო და ეს ახლაც გრძელდება. თუკი ტრანსფერებიდან ჯერ მხოლოდ კიმის "ბაიერნში" წასვლაზე ვიცით, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსამზადებელი ეტაპის შესახებ.

Sportall.Ge

რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
დღეებს ახლა პარიზში ატარებს. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, 24 ივლისს ნეაპოლელები სერია "ც"-ში დაქვეითებულ "სპალს" (S.P.A.L) შეხვდებიან.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.

ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.

altმომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება

altკვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხვიᲩაა Თუ სხვა წარმ.ქარᲗველი, ლეგიონერი,იმიტომ მინდა ქვეყანას და ერ.ნაკრებს რო წაადგეს, Თორე Თავის კლუბᲨი რა იზამს, რა კუᲨს უყურებს სულ არ მაინტერესებს.
მერაბი
14 ივლისი 2023 12:18
16
რა გითხრათ, ვეტერანი თორნიკე შენგელია არ დაიღალა, ამ ხნის კაცმა, ლიგაზე ურთულესი თამაში ითამაშა, მეორე დღეს ჩამოვიდა, გუნდს ულიდერა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
ტაბუ
14 ივლისი 2023 12:09
15
რა გითხრათ, ვეტერანი თორნიკე შენგელია არ დაიღალა, ამ ხნის კაცმა, ლიგაზე ურთულესი თამაში ითამაშა, მეორე დღეს ჩამოვიდა, გუნდს ულიდერა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
ტაბუ
14 ივლისი 2023 12:07
7
ეჰ, ადრე რომ ჭე კლასის ამხანაგურებსაც არ ვტოვებდით კვარას გამო.. მი სკუზი, მაგრამ ისე წელს არ იქნება. გამიხარდება კვარას წარმატება, მაგრამ ისეთივე ვნებით არა, როგორც ადრე. ჯერ საქართველო, შემდეგ ყველა დანარჩენი.
ქუთაისელი
14 ივლისი 2023 10:55
22
ეს ბიჭი იმ თანაშს ვეღარასდროს აჩვენებს. ყველაფერი კი საიდან დაიწყო? სანაკრებო პაუზის დროს გაგანია სეზონის დროს ჩაბიშნული ნიშნობის ამბებიდან. ხვიჩას მამამ თქვა დაოჯახებამ რატომ უნდა შეუშალოს ფეხბურთუს თამაშში ხელიო. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, უბედნიერესი და ულამაზესი ოჯახი ჰქონდეს გამრავლება და ოჯახური ბედნიერება არ მოაკლოს.ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის მაგრამ უბრალოდ სამწუხაროა რომ ქინქლაძესავით მოგვიწევს 20 წლის შემდეგ ვინმე ნეაპოლელი ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფილმების ან იუთუბზე 2022-23 წლების სეზონის ტრიალი და ეგ იქნება და ეგ.სჯობს დროზე შევეგუოთ რომ ცრუ მოლოდინები არ იყოს
დინამიტი
14 ივლისი 2023 21:13
1
სამწუხაროდ კვარამ მთელ საქართველოს გული მოუკლა ეს არის რეალობა სიმართლე მწარეა..ოლიმპიადა...საერთოდ ეგრეა ქართველი კაცი ფულს რო იშოვნის და სახელს მოიხვეჭსს მერე თავი ყველას პელე გონია არადა ვერ ხვდებიან რო ეცემა მათი ავტორიტეტი....არ დაივიწყო ხვიჩა საიდან მოდიხარ ჩემო ძმაო წალენჯოხაში ჩასვლა არ ნიშნავს იმას რო შენ არ დაგვიწყებია საიდან მოდიხარ პირობითად გეუბნები არ დაივიწყო საიდან მოდიხარ და ვინ იყავი...ყველაზე მეტად კიდე ის გამიხარდება აგენტი მოიშორო და მაგის ჭკუაზე არ იარო...
simartle
14 ივლისი 2023 11:43
18
Ერთი ისიც აღნიშნე კვარა რო მეგრელია.მიდი გელოდები რა
Მალხაზ ჯობავას
08 ივლისი 2023 07:31
25
მერე რა არის ამაში ცუდი რო მეგრელია, აბა დაფიქრდი, ჩვენი მადლიანი კუთხეების გარეშე რა იქნებოდა საქართველო?
მალხაზ ჯობავა
08 ივლისი 2023 16:22
3
კომბლე,ხალხს ნუ აყენებთ შეურაწყოფას,სიმართლე უნდა ითქვას,ყოველთვის,დროულად თუ გვინდა რაღაცას დადებით შედეგს მივაღწიოთ თვითოეულმაც და ქვეყანამაც.დღესავით ნათელია რომ გადააყოლეს ეროვნული ნაკრების,საქართველოს ინტერესები,პირად კარიერას და მომავალ გასამრჯელოს კვარაცხელიამაც და მიქაუტაძემაც,რა თქმა უნდა ახლობლების რჩევით,არაეროვნულად მოიქცნენ.....სხვა ბიჭები უფრო გულიანები აღმოჩნდნენ,ხისთავიანები კი ალბათ ის ჟურნალისტები არიან ამ საიტიდან,ვინც არ ბეჭდავს მართალ გამმარჯვებულ,ქართველთათვის კომენტარებს.
Mi-6
08 ივლისი 2023 00:44
29
დაიღლებოდა აბა რა, ან ეს პატარა ბიჭი, ამდენ ხისთავიანს როგორ გიძლებთ არ გიკვირთ?
კ ო მ ბ ლ ე
07 ივლისი 2023 16:01
40
კი არ დაიღალა ცოლი ყავს მოსყვანი და ფორმაში უნდა იყოს.
ცოლი გრამიტონა, ცოლი.
07 ივლისი 2023 15:42
46
ყველა უმსგავსო,ვისაც ხვიჩა რკინის რობოტი ჰგონია,რკინის ხელკეტითაა საცემი...
მინდია
07 ივლისი 2023 13:40
41
"გულშემატკივარს". ხვიჩამ თვითონ თქვა დავიღალეო და არა ფიზიოთერაპევტმა.
ბადრი
07 ივლისი 2023 13:23
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული