რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.
ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.
მომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება
კვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია
კარგად გაიაზრე, რომელმა ქვეყანამ შეგქმნა, ჩამოგაყალიბა და გაგზარდა!
ფეხბურთს სამართალიც თამაშობს და არამარტო ოსტატობა.
არ გეყოფა შენ შენი ნიჭი კაცობის, ქართველობის გარეშე.
სადღაც 9 მთას იქეთ საქართველოს დროშის ოპერეტული ფრიალი, სხვა გუნდების სახელისთვის ბრძოლა და საამისოდ ფულების ჩაჩხრიალება არაფერს ნიშნავს შენი ქვეყნისთვის.
ძალიან არ მინდა, აკაკი წერეთლის ის ცნობილი ლექსი ერთ თაგუნაზე შენ მოგეკაროს!
იცოდე, ვერასოდეს იმაზე წინ ვეღარ წახვალ, როგორც ამ სეზონში იყავი!
2023 წლის დასაწყისი ყველას გვიხარია ხვიჩას წარმატება და სპორტული ქცევები, ვფიქრობთ ხელს ვერაფერი ვერ შეგვიშლის. ამ დროს - ტიპიური ქართველი გოგო.
ის დავინახე რომ დიდი ფეხბურთელები პირველივე ჯერზე არ ყიდულობენ ძვირად ღირებულ მანქანებს - გადახედეთ რონალდუს, მესის და სხვა დიდი ფეხბურთელების პირად ცხოვრებას, მითუმეტეს კარიერის დასაწყისში - არ მითხრას ვინმემ რომ კვარა ნეიმარზე დიდი ტალანტია, მაგრამ ნეიმარი სანახევროდაც არ შედგა იმ ფეხბურთელად, რა პოტენციალიც ქონდა,(მიზეზი ალბათ გასაგებია) და ქართველები ბრაზილიელებს მაგ მხრივ რაღაცით ვგავართ.
რონალდუს, მესის დონე რომ ითამაშო, მარტო ნიჭი და ტალანტი არ კმარა, მთელი ცხოვრება უნდა გადადო. კვარასი რატომ უნდა შემშურდეს, სად კვარა და სად მე
ეს არის სურიკოს და ნინუცას უარყოფითი გავლენა.
ახალგაზრდული იყო, თორნიკე შენგელიასთან შედარებაც უადგილოა.
მიუხედავად ხანგრძლივი და დამქანცველი სეზონისა და სწორად აღნიშნა აქ „გულშემატკივარმა“, გადაღლა არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მენტალური და ა.შ. ლამის არსებობის ზღვარზე ხარ და ხშირად საკუთარი თავის უარყოფამდეც მიდიხარ. გარდა ამისა, იყო სხვა ფაქტორებიც, რომლის გაუთვალისწინებლობა არ იქნება, მაგრამ ძნელია RX-საც არ დაეთანხმო, როცა ლამის პენსიონერმა მოდრიჩმა ძვლებიც დადო მინდორზე ხორვატიის დროშისა და გერბისათვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუ გინდ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამარჯვება, თუ გინდ ოლიმპიადაზე გამოსვლა ინგლისისათვის შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. სხვა დიდ ქვეყნებში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება შეიძლება ვერც შეემჩნიათ, ჩვენთან კი სტადიონი გაივსო, 50 ათასი ადამიანი მოვიდა და გულმხურვალედ უჭერდა მხარს ნაკრებს, რამდენი ათასი ტელევიზორთან იგლეჯდა ნერვებს... შენ გამორჩეულმა, სასიქადულო, ლამის ეტალონმა ქართველმა კი უნდა დააფასო ეს ხალხი და შესაბამისი ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, ბოლო 10-15 წუთი რომ ეთამაშათ, უვარჯიშებელი ხვიჩა და მიქაუტაძე ნაკრებს წარმატებას მოუტანდა, როგორც იზრაელთან, ასევე მთლიანად ჩემპიონატში.
თუმცა ეს წასული ამბავია. ხვიჩამ იმდენი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, იმდენი სიხარული, ბედნიერება აჩუქა ქართველ ერს, ჩემთვის ლამის პატარა საფეხბურთო ღმერთად იქცა და მის სასაყვედუროდ ენა არ მომიბრუნდება.
და კიდევ ერთი, ზოგიერთის გასაგონად, ვიცი ყველას უყვარს ხვიჩა და ზოგს თავისებურად, მაგრამ დაანებეთ ამ დაოჯახებას და ქორწილის წაღმა-უკუღმა ხსენებას თავი. ხვიჩა თუ ძლიერია და წარმატებულია, ეს პირველ რიგში მისი მშობლების და ოჯახის, მისი მეუღლის სიყვარული და პატივისცემაა და გამოვიჩინოთ ჩვენც ელემენტარული პატივისცემა.
უფლის წყალობა ნუ მოაკლოს ხვიჩას და სრულიად საქართველოს!