ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა

AutoSharing Option
33 წლის თვდამსხმელმა ლევან კუტალიამ ისრაელის "ნეს ცონა" დატოვა და კარიერას ერევნის "ალაშკერტში" გააგრძელებს.

"ალაშკერტი" გასულ სეზონში სომხეთის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს - პირველი მეტოქე მონტენეგროს ქალაქ ტივატის "არსენალი" იქნება.

"ალაშკერტში" 30 წლის ნახევარმცველი დავით ხურციძე თამაშობს, რომელიც ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმის დინამოს მაინც მოეყვანა კუტალია ევროტურნირებისთვის,ზოგადად ახლა გადავხედე transfermarket-ზე და თითოეულ პოზიციაზე ევროპის მასშტაბით 70მდე თავისუფალი აგენტია.დინამოებს შეუძლიათ თავისუფლად ევროტურნირებამდე 2თვით ადრე დაიწყონ ფიქრი ვისი დამატება შეიძლება და ვინ ხდება თავისუფალი აგენტი.ინტერნეტის ეპოქაში ეს ძალიან მარტივია.კვასხვაძის,ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსანი კლუბიდან, განის და კამერუნის ჩემპიონატიდან ხალხის მოყვანას ევროტურნირების წინ,ბოლობოლო transfermarket-ზე მოძებნო საინტერესო თავისუფალი აგენტები და შეისწავლო 2თვით ადრე უკეთესი იქნება.ბევრი სხვა ქვეყნის კლუბები ასე იქცევიან.საუბარია ისეთ ფეხბურთელებზე ვისი ფასიც 450დან 350ათას ევრომდეა,აბა 2მილიონიან და თუნდაც მილიონიან ლეგიონერებს ჩვენ ვერ ჩამოვიყვანთ.
მეზღვაური
00:51 09-07-2023
1
kacs nakrebistvis undoda tavis shekvla da axla alashkerts unda sheakvdees?
Juve
01:31 09-07-2023
4

სიახლეები პოპულარული