
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების მცველის საბა საზონოვის შეძენას "სასუოლო" ცდილობს და ინტერესი "უდინეზეს" მხრიდანაც არსებობს, თუმცა უდინური კლუბის მიერ ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.
დღეს Sassuolo News-ი წერს, რომ საზონოვი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, ბევრი ტურნირის საუკეთესო მცველად მიიჩნევდა და "სასუოლოს" "ფროზინონეს" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ამ ინფორმაციას tuttomercatoweb-ის ჟურნალისტი ალესიო ალაიმო ადასტურებს.
"ფროზინონე" წელს სერია A-ში დაბრუნდა და ამ კლუბში ახლახან გადავიდა ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე.